ტონი ჯი პოლიტიკიდან პოკერში ბრუნდება

როგორც The Baltic Times იუწყება, ანტანას გუოგა ლიეტუვის პარლამენტს ჩამოშორდა და პოკერში დაბრუნებას აპირებს. გუოგა ლიეტუვაში დაიბადა, მაგრამ ცხოვრების უდიდესი ნაწილი ავსტრალიაში გაატარა. პოკერის სამყარო მას ტონი ჯის მეტსახელით იცნობს. 

2014 წელს, გუოგა ლიეტუვის პარლამენტში შევიდა. იმავე წელს, ის ევროპარლამენტის წევრი გახდა. Politico-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ანტანას გუოგა ევროპარლამენტის 28 წევრს შორის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან პოლიტიკოსად დასახელდა, რომელიც 'ევროპის ფორმირებაში' ღებულობდა მონაწილეობას. 2019 წელს, გუოგა ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა, მაგრამ ლიეტუვის პოლიტიკაში კვლავ აქტიურ ფიგურად რჩებოდა. 2020 წელს, მან განცხადება გააკეთა: "ლეიბორისტული პარტიის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაგრამ ისინი იმ გზას არ მიჰყვებიან, რაც არჩევნებამდე დააანონსეს. პარტიაში ახალგაზრდა, ენერგიული ხალხია, მაგრამ დღესდღეობით ისინი ერთი ადამიანის ტყვეობაში არიან. 

პოლიტიკური კარიერის მიუხედავად, ტონი ჯი პოკერიდან არ გამქრალა. 2017-2019 წლებში, მან $2 მილიონი დოლარის მოგება შეძლო, რაც უმეტესად ჰაი როლერ ტურნირებზე მოდიოდა. ჩეხეთში მდებარე King's Casino-ში ტონი ჯი მაღალი ლიმიტის ქეშ-გეიმებზეც ხშირად ჩნდებოდა. 

როგორც თავად ამბობს, ის გზას ახალგაზრდა პოლიტიკოსებს უთმობს, ხოლო თავად კერზო ბიზნესში მიდის, რაც საშუალებას მისცემს პოკერს უფრო დიდი დრო დაუთმოს. რა თქმა უნდა, პოკერის გულშემატკივრებისთვის ტონი ჯის თამაშში დაბრუნება დიდი საჩუქარია - ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ხმაურიანი და სკანდალური მოთამაშეა, ვისი ყურებაც მოწყენის საშუალებას არ იძლევა. 

რუმები

ქართული უცხოური