Galfond Challenge: ჩენს კორნუთი $726.000-ის წაგების შემდეგ დანებდა

ფილ გალფონდმა Galfond Challenge-ის სერიიდან კიდევ ერთი მატჩი დაასრულა. ამჯერად, მისი მსხვერპლი ჩენს კორნუთი იყო. $726.000 დოლარიანი დეფიციტის შემდეგ, კორნუთი იძულებული იყო თეთრი დროშა აღემართა. წინასწარ განსაზღვრული დარიგებების ამოწურვამდე 10.000-მდე დარიგება იყო დარჩენილი, მაგრამ კოლორადოელი გრაინდერისთვის აშკარა იყო, რომ დანაკარგიდან ამოსვლას ვეღარ შეძლებდა. 

კორნუთმა მაყურებელს იმედი მისცა: დასაწყისში ისე ჩანდა, რომ ის ერთადერთი მოთამაშე იქნებოდა, ვინც გალფონდს ღირსეული მეტოქეობა გაუწია, ან ვინც გალფონდის დაუმარცხებლობის მითი რისკის ქვეშ დააყენა. ოქტომბერ-დეკემბერში ის მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, მაგრამ იანვარში გალფონდმა სადავეები ხელში ჩაიგდო და კორნუთს უმძიმესი დარტყმები მიაყენა. მან 15 სესიიდან 11 მოიგო, რაც დამარცხების აშკარა ნიშანი იყო კორნუთისთვის. 

"გადავწყვიტე, დავთმო ეს დაპირისპირება, - დაწერა ტვიტერზე ჩენს კორნუთმა, - ვულოცავ ფილ გალფონდს თავისი სერიის კიდევ ერთი მატჩის მოგებას. წაგების მიუხედავად, ძალიან სახალისო ბრძოლა იყო. ვაპირებ, რომ ცოტა დავისვენო, მეტი დრო გავატარო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. მოგვიანებით კი უფრო მეტს მოგიყვებით ჰედს-აპის დეტალების შესახებ."

რუმები

ქართული უცხოური