Negreanu VS Polk: თამაში დასრულდა. დაგ პოლკმა $1.2 მილიონი მოიგო
რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ, დენიელ ნეგრანუსა და დაგ პოლკს შორის გამართული ორთაბრძოლა ისტორიის ნაწილად იქცა. ყველაფერი 3 წლის წინ დაიწყო, როცა დაგ პოლკმა დენიელ ნეგრანუ გააკრიტიკა. იმ დროისთვის, კანადელი მოთამაშე PokerStars-ის სახეს წარმოადგენდა. მან თავისი დამსაქმებელი პლატფორმის ახალი პოლიტიკა მოიწონა, რომლის მიხედვითაც მოთამაშეებს დამატებითი საკომისიო უნდა გადაეხადათ. სწორედ ამის შემდეგ იქცა დაგ პოლკი ნეგრანუს 'დაუძინებელ მტრად'.
$200/$400 ლიმიტზე გამართული 25.000 დარიგების შემდეგ, დაგ პოლკის საბანკო ანგარიში $1.201.807 დოლარით შეივსო. პოლკის გამარჯვებას ყველა ვარაუდობდა, რადგან უკვე წლებია, რაც ის ულიმიტო ჰოლდემის საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშედ ითვლება, მაგრამ 12BB/100 'ვინ რეითი' ნამდვილად შესაშური შედეგია.
ორ მოთამაშეს შორის მტრობა საკმაოდ მოულოდნელი ურთიერთპატივისცემით დასრულდა. "თამაშის შემდეგ, რამდენიმე დარიგება განვიხილეთ, - წერს ტვიტერზე პოლკი, - მან (ნეგრანუმ) ერთი ისეთი ბლეფი გააკეთა, რომელსაც ახლაც ვერ ვიჯერებ. პოკერის გარდა, სპორტის სხვა სახეობებზეც ვილაპარაკეთ. ნამდვილად ღირსეული ოპონენტი იყო."
რამდენიმე წელია, რაც დაგ პოლკი პროფესიონალურ პოკერს ჩამოშორდა. ჰედს-აპის შემდეგ, ის კვლავ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება. ნაკლებსავარაუდოა, რომ იგივე სურვილი ნეგრანუს ჰქონდეს. ბლოგერისა და ონლაინ პოკერის მიმომხილველის, ჯო ინგრამის ინფრომაციას თუ დავუჯერებთ, დენიელ ნეგრანუსთან ჰედს-აპის გამართვის შესახებ სურვილი ფილ გალფონდმა გამოთქვა.