Full Tilt Poker იხურება

17 წლიანი ოპერირების შემდეგ, Full Tilt Poker იხურება - ამის შესახებ მისმა მფლობელმა კომპანიამ, Stars Group-მა განაცხადა. 25 თებერვლისთვის Full Tilt-ის სოფტი და საიტი სამუდამოდ დაიხურება. 

ლეგენდარული პოკერ-რუმი 2004 წელს გაიხსნა. მისი დამაარსებლები არა ბიზნესმენები, არამედ ლას ვეგასში გამოზრდილი პროფესიონალი მოთამაშეები იყვნენ, რომლებმაც Ultimate Bet-ისა და Excapsa-ს გამოცდილება გამოიყენეს და პოკერის მოყვარულებს ონლაინ პოკერის ახალი პლატფორმა შესთავაზეს. 

Ultimate Bet-ისა და სხვა პოკერ-რუმების მსგავსად, 2011 წელს, Full Tilt Poker-იც ამერიკის მთავრობამ დააყადაღა და იმავე წლის აპრილში აშშ-ის ტერიტორიაზე ოპერირება აეკრძალა. 2012 წლამდე 'ფულ ტილტის' ბედი გაურკვეველი იყო, სანამ ის PokerStars-ის მშობელმა კომპანიამ არ იყიდა.

Full Tilt Poker პროფესიონალთა გუნდით იყო ცნობილი, რომელშიც იმდროინდელი პოკერის საუკეთესო სახელები შედიოდნენ: ფილ აივი, გას ჰენსენი, ალან კანინგჰემი, ფილ გორდონი, ჯენიფერ ჰერმანი, პატრიკ ანტონიუსი და ა.შ. ყადაღისა და გაბანკროტების შემდეგ, რუმმა არამხოლოდ მომხმარებლები, არამედ პროფესიონალი მოთამაშეები დაკარგა, რომლებიც Full Tilt-ის იმიჯს ქმნიდნენ. 2012 წელს პოკერ-რუმის ხელახალი გახსნა ხმაურიანი უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით კი Stars Group-მა პოკერის სამყაროს Full Tilt-ის ორი ახალი სახე წარუდგინა: ტომ დუანი - 2000-იანი წლების ამომავალი ვარსკვლავი და ვიქტორ ბლომი - მოთამაშე, რომლისაც ყველას ეშინოდა, რომელიც იდუმალებით იყო მოცული და რომლის შესახებაც მხოლოდ 'სასცენო' ნიკნეიმი - Isildur1 ვიცოდით. 

მიუხედავად ასეთი განახლებებისა, Full Tilt Poker-ის იმიჯი იმდენად იყო დაზიანებული, რომ მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდა. ამის მიზეზი პოკერ-რუმის ორი დამაარსებლის - ჰოვარდ ლედერერისა და კრის ფერგიუსონის ნაბიჯი გახდა, რომლებმაც კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადეს და $500 მილიონი დოლარის ფონდი საკუთარ მფლობელობაში გადაიტანეს. 

2016 წელს Full Tilt უკვე არა დამოუკიდებელ ერთეულს, არამედ PokerStars-ის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებას წარმოადგენდა. ნელ-ნელა Stars Group-ის მესვეურებმა იმაზე ლაპარაკი დაიწყეს, რომ ისინი Full Tilt-ს ყურადღებას ვეღარ უთმობდნენ, რის გამოც საიტი ფაქტიურად უფუნქციოდ რჩებოდა. მოთამაშეებს Full Tilt-ის ექაუნთიც კი არ სჭირდებოდათ პლატფორმა რომ გამოეყენებინათ: ამისთვის PokerStars-ის ექაუნთიც კი საკმარისი იყო. 25 თებერვალს კი ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება: Full Tilt-ზე არსებული ყველა ექაუნთი, პირადი მონაცემებითა და დეპოზიტებზე არსებული თანხებით, PokerStars-ზე გადაინაცვლებს. 

რუმები

ქართული უცხოური