Party Poker Online MILLIONS-ზე ჰოაკიმ ანდერსონმა ანდრაშ ნემეტი დაამარცხა
Party Poker-ზე ყოველწლიური Online MILLIONS-ის სერია იმართება. სამშაბათს, სერიის სხვადასხვა ღონისძიების მოგება მატიას ჯატმა, გონზალეზ პენამ და ალექსანდერ ჯონ ჰარტიმ შეძლეს. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება 6-მაქს ჰაი როლერ ტურბოს დაეთმო და ამის მიზეზი მისი ვარსკვლავური ლაინ-აფი გახდა.
$5.300 დოლარიანი ტურნირის გამარჯვებული ჰოაკიმ ანდერსონი გახდა, რომელიც მალტას წარმოადგენს. მან ფინალურ ჰედს-აპში უნგრელი ანდრაშ ნემეტი დაამარცხა და $77.485 დოლარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის სტრუქტურა 10 წუთიან ლეველებს მოიცავდა, რაც $5.300 დოლარისთვის მართლაც უსწრაფესი მსვლელობაა, მას მოთამაშეების ინტერესი არ დაუკარგავს.
განსაკუთრებული ინტერესის დასადასტურებლად ფინალური მაგიდის შემადგენლობაც კი საკმარისია: ნიკ პეტრანგელო, სემ გრინვუდი, მატიას აიბინგერი, ნიკლას ასტედტი და დენიელ დვორესი. ფინალური მაგიდის გარეთ ისეთი მოთამაშეები დარჩნენ, როგორებიც მიკიტა ბადიაკოვსკი და ელიო ფოქსი არიან. ასეთ ლაინ-აფზე გამარჯვებამ, თანაც გადამწყვეტ ჰედს-აპში ანდრაშ ნემეტის დამარცხებით, ჰოაკიმ ანდერსონს ის დიდება მოუტანა, რასაც ის ფულით ვერ იყიდდა. თუმცა, მიუხედავად ჩიპების უპირატესობისა, ანდერსონისთვის გადამწყვეტი ბრძოლა იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მოთამაშეებმა პირველი და მეორე ადგილისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო შეთანხმების შედეგად გაიყვეს. მეორე ადგილისთვის ნემეტს $74.147 დოლარი ერგო.