ამერიკელმა ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა ტოტალიზატორში $3.46 მილიონი მოიგო

69 წლის ამერიკელმა ბიზნესმენმა, ჯიმ მაკინგვილმა NFL-ის მატჩით $3.46 დოლარი მოიგო. მაკინგვილი თავდადებული გემბლერია, რომელიც დიდი ფსონებითაა ცნობილი. როგორც წესი, აშშ-ის რომელიმე დიდი ჩემპიონატის ფინალისთვის ის დიდ ფსონს დებს, რისთვისაც მას ხშირად ქვეყანაში მოგზაურობა ესაჭიროება. რამდენადაც ტეხასში აზარტული თამაშების ნაწილი არალეგალურია, მაკინგვილი ფსონის გასაკეთებლად კოლორადოში გაემგზავრა. 

სულ ცოტა ხნის წინ, შეერთებულ შტატებში NFL-ის ჩემპიონატის გრანდიოზული ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს Tampa Bay Buccaneers და Kansas City Chiefs დაუპირისპირდნენ. აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, ამ თამაშს ამერიკულ ფეხბურთად მოვიხსენიებთ და ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ აშშ-ში Super Bowl ნაციონალურ დღესასწაულად ითვლება. თამაშის ფავორიტი Chiefs იყო, მაგრამ სასწაულებრივად გამარჯვება Buccaneers-ის მხარეს დარჩა, რომელმაც დამაჯერებლად, 31-9 მოიგო. მაკინგვილს ფსონი სწორედ Buccaneers-ზე ჰქონდა გაკეთებული. 

რაც ამ ისტორიას განსაკუთრებულ ელფერს აძლევს, თავად ჯიმ მაკინგვილის პერსონაა: ის ავეჯის მაღაზიების ქსელის მფლობელია. წამახალისებელი აქციის სახით, მან მომხმარებლებს შემდეგი პირობა შესთავაზა: თუ მისი მაღაზიის სტუმარი $3.000 დოლარს დახარჯავდა და თუ ჩემპიონი Tampa Bay Buccaneers გახდებოდა, კლიენტს დახარჯული თანხა სრულად აუნაზღაურდებოდა. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მაკინგვილმა მსგავსი შეთავაზება გააკეთა. 2017-ში, მან კლიენტებს $10 მილიონი დოლარის დანახარჯი დაუბრუნა, როცა იგივე პირობით, ბეისბოლის ჩემპიონატში Houston Astors-ის გამარჯვებით $13 მილიონი დოლარი მოიგო. მაკინგვილი სხვადასხვა ქველმოქმედებაშიცაა ჩართული. როგორც თავად ყვება, მისი ქალიშვილი მენტალური აშლილობით იტანჯება, რის გამოც ის მსგავსი დაავადების მქონე ადამიანებს ფინანსურად და მედიკამენტებით ეხმარება. ამჯერადაც, მაკინგვილმა საკუთარი მაღაზია ტეხასის იმ მოქალაქეებს შესთავაზა თავშესაფრად, რომლებიც ბოლოდროინდელი სტიქიური მოვლენებით დაზარალდნენ და ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩნენ. 

რუმები

ქართული უცხოური