დაგ პოლკმა ფედორ ჰოლცს და ვიქტორ მალინოვსკის შეუტია
5 მარტს თანამედროვე პოკერის ორი დიდი სახელის - ფედორ ჰოლცისა და ვიქტორ მალინოვსკის შერკინება დაიწყო. სანამ მოთამაშეები დაპირისპირებულ მხარეებზე ფსონებს აკეთებდნენ, დაგ პოლკმა დრო არ დაკარგა და ორთაბრძოლის მონაწილეებზე შეტევა მიიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ პოკერის 'ცუდ ბიჭად' ფილ ჰელმუტი ითვლება, ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სახელად სწორედ დაგ პოლკი იქცა. ის პოლიტიკური კორექტულობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ დენიელ ნეგრანუსთან გამართული მატჩის შემდეგ, როცა პოლკმა $1.2 მილიონი დოლარის მოგება შეძლო, მან კომპლიმენტები არ დაიშურა და ნეგრანუ ღირსეულ მეტოქედ შეაფასა.
ამჯერად, პოლკმა სამიზნეში ტურნირების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე - ფედორ ჰოლცი და თანამედროვე ონლაინ ქეშ-გეიმის ამომავალი ვარსკვლავი - ვიქტორ მალინოვსკი ამოიღო.
"ფედორი - წარმოუდგენლად სუსტი ჰედს-აპში. ნებისმიერი რეგულარი ოცნებობს მასთან თამაშზე. გულისამრევია" - სწორედ ასეთი კომენტარი გააკეთა პოლკმა გერმანელ მოთამაშეზე. რაც შეეხება პოლონელ მალინოვსკის: "წარმოუდგენლად გადაჭარბებულად შეფასებული. მისი ერთადერთი მტკიცებულება, რომ საუკეთესოა, ამ ფრაზის პოდკასტებში თქმაა და სხვა არაფერი."
მიუხედავად მალინოვსკის მიმართ გამოთქმული პრეტენზიებისა, პოლკს მაინც ჯერა, რომ თამაშის ფავორიტი სწორედ პოლონელი იქნება: "მალინოვსკი ამ თამაშს უეჭველად იგებს. ჰოლცი რუკაზე არც კი ჩანს."