PartyPoker Mega Highroller-ზე მაიკლ ადამომ $1.310.715 დოლარი მოიგო
სანამ პოკერის ლაივ სცენა ისვენებს, ონლაინ კაზინოებმა და პოკერის ოპერატორებმა დრო იხელთეს და დიდი ტურნირები ინტერნეტ სივრცეში გადაიტანეს. ერთ-ერთი უკანასკნელი ასეთი დიდი ტურნირი PartyPoker-ის MILLIONS-ის სერიებზე გაიმართა, რომლის ბაი-ინმაც $102.000 დოლარი შეადგინა.
მიუხედავად დიდი ბაი-ინისა, 2 დღიან ტურნირზე 35 მონაწილე დარეგისტრირდა. აშკარაა, რომ მოთამაშეებს დიდი ფულის მოგების მადა პანდემიამ და ლაივ ღონისძიებებზე დაწესებულმა შეზღუდვებმა კიდევ უფრო გაუმძაფრეს. ტურნირის საპრიზო ფონდმა $3.5 მილიონი დოლარი შეადგინა.
მაიკლ ადამო ძვირადღირებული ტურნირებისთვის ნაცნობი სახელია. მისი კარიერული მოგება $8.3 მილიონ დოლარს შეადგენდა. ფინალურ მაგიდაზე ჯეიკობ შინდლერის, მიკიტა ბადიაკოვსკის, არტურ მარტიროსიანისა და კრისტოფ ვოლგესგანგის დამარცხების შემდეგ კი, მისი საფულე დამატებით $1.3 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ფინალურ ჰედს-აპს ადამომ ჩიპლიდერის სტატუსით მიაღწია. მის წინააღმდეგ ავსტრიელი ფლორიან ლონერტი იჯდა. ავსტრალიურ-ავსტრიული დაპირისპირება მხოლოდ 1 დარიგება გაგრძელდა: გაფლეშებული 94-ით, მაიკლ ადამომ რივერზე ოლ ინი გააკეთა, რასაც ლორენტისგან ორი წყვილით ქოლი მოჰყვა. შედეგად, ავსტრიელი $805.000 დოლარიან ანაზღაურებას დასჯერდა, როცა მისმა სამხრეთელმა მეტოქემ თითქმის ორმაგი თანხა მიიღო.