დაგ პოლკის საუკეთესო ფოლდი ფილ ჰელმუტის წინააღმდეგ

ლეგენდარული სატელევიზიო გადაცემა High Stakes Poker სულ ცოტა ხნის წინ განახლდა, მაგრამ ონლაინ გამოცემები მასზე უკვე ლაპარაკობენ. ამის მიზეზი ფილ ჰელმუტსა და დაგ პოლკს შორის გამართული დარიგებაა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოლკის გადაწყვეტილება, რომელიც ონლაინ გრაინდერმა თამაშის მსვლელობისას მიიღო, გადაცემის ისტორიაში საუკეთესო ფოლდად შეფასდა.

J98 ფლოპზე, ხანგრძლივი ფიქრისა და ჰელმუტის კომენტარების შემდეგ, დაგ პოლკმა 107 გადაყარა. მან წარმოუდგენელ ქულერს დააღწია თავი: მისი სთრეითი ჰელმუტის Q10-თან სრულიად უძლური იყო, მაგრამ მსგავსი სიტუაციიდან გამოსვლას ბევრი პროფესიონალი მოთამაშე ვერ შეძლებდა. 

დარიგებაში ჯეიმს ბორდი (22), ფილ ჰელმუტი (Q10) და დაგ პოლკი (107) შევიდნენ. J98 ფლოპის შემდეგ, პრეფლოპ რეიზერმა ჯეიმს ბორდმა ფლოპამდე მოყოლილი ისტორიის გაგრძელება გადაწყვიტა და $2.000 დოლარიანი ბეთი გააკეთა, რასაც პოლკის $7.000-იანი რეიზი მოჰყვა. პოტენციური ფლეშ დროს შიშით, ფილ ჰელმუტმა $97.200 დოლარიანი ოლ ინი გამოაცხადა. ბორდმა კარტი ადვილად გადაყარა, მაგრამ გადაწყვეტილება ურთულესი აღმოჩნდა დაგ პოლკისთვის. 

როგორც წესი, მსგავს სიტუაციაში, მსგავსი ხელით, მოთამაშეების უმეტესობა მოწინააღმდეგის ოლ ინს გადაიხდიდა და იმ უმცირეს ალბათობას არ გაითვალისწინებდა, როცა ოპონენტს უკეთესი სთრეითი ეყოლებოდა. პოლკი ასე არ მოიქცა. 

- რა შეიძლება გყავდეს? - რიტორიკულად იკითხა პოლკმა. 

- მე შეიძლება სეტით ვიყო, - უპასუხა ჰელმუტმა.

- სეტი? არ მგონია, სეტი გყავდეს. კარგი რა ფილ, ამაზე მეტი შეგიძლია, - ჰელმუტის ხრიკი ადვილი წასაკითხი იყო პოლკისთვის. 

საქმე იმაშია, რომ მსგავსი დიალოგები, როგორც წესი, დაღვინებულ ლაივ მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს, სწორედ ისეთებს შორის, როგორიც ფილ ჰელმუტია. მისთვის მაგიდაზე კომუნიკაციის არსებობა, დიალოგის წარმართვა, ბოდილენგვიჯი და ლაივ თამაშისთვის დამახასიათებელი მსგავსი დაკვირვებები უმნიშვნელოვანესი ასპექტებია, რასაც ის გადაწყვეტილების მისაღებად იყენებს. დაგ პოლკი კი ონლაინ გრაინდერია, რომელიც გადაწყვეტილებას მათემატიკაზე, მოსალოდნელ შანსებზე და ალბათობაზე დაყრდნობით იღებს. 

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ფილ ჰელმუტის სტანდარტულ საწყის ჰენდ-რეინჯში Q10 ნაკლებად შედის. J98 ფლოპზე, როგორც წესი, ჰელმუტს AA/KK/QQ ოვერ წყვილი უნდა ჰყოლოდა და მისი ოლ ინი თამაშის შეწყვეტის მცდელობად უნდა აღქმულიყო. არის შანსი, რომ მას მართლაც სეტი ჰყავდა და პოლკის ხელის გაუმჯობესების თავიდან ასაცილებლად მან დიდი რეიზი გააკეთა. პოლკი მსგავს ფიქრებს არ წამოებო. ჰელმუტის ოლ ინი $13.000-იანი ბანკის შემდეგ სწორი თამაში იყო, რადგან მოწინააღმდეგეები მას ოვერ წყვილზე ან სეტზე შეაფასებდნენ და რეალურ ხელს წარმატებით დამალავდა. მაგრამ სწორედაც გამართული დიალოგი აღმოჩნდა ჰელმუტისთვის დამღუპველი. არადა, WSOP-ის რეკორდსმენი ზუსტად ასეთი დიალოგების ოსტატადაა აღიარებული, რაშიც ის გამოცდილებას 1980-იანი წლებიდან მოყოლებული აგროვებდა. 

საბოლოოდ, პოლკმა სთრეითის გადაყრა შეძლო, რამაც მის მოქმედებას გადაცემის მრავალწლიან ისტორიაში საუკეთესო ფოლდის სტატუსი მიანიჭა. 

რუმები

ქართული უცხოური