ტომ დუანმა ანტი-სკლანსკის ჯილდო მიიღო
High Stakes Poker-ის მე-8 სეზონი დასრულდა. სამწუხაროდ, პოკერის გულშემატკივრებს მთლიანი სეზონის ყურების საშუალება არ მიეცათ, რადგან განსხვავებით წინა სეზონებისა, მიმდინარე გამოშვება ექსკლუზიურად PokerGo-ის მაყურებლებისთვის იყო ხელმისაწვდომი.
გადაცემის წამყვანებმა - გეიბ კაპლანმა და ეიჯეი ბენზამ ტრადიციას არ უღალატეს და მოთამაშეებს გამოგონილი ჯილდოები გადასცეს. იტალიური პოკერის ვარსკვლავმა, დარიო მინიერიმ ყველაზე კრეატიული კოსტუმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ღვინის დეგუსტატორის ჯილდო ჟან-რობერ ბელანს ერგო. ტომ დუანი კი ასე დახასიათდა: ადამიანი, რომელიც იმის საპირისპიროს აკეთებს, რაც წიგნში წერია. სწორედ ამიტომ, მას ანტი-სკლანსკის ჯილდო გადაეცა. ამის საპირისპიროდ, ფილ ჰელმუტის ჯილდო თავად ფილ ჰელმუტს ერგო - მოთამაშე, რომელიც ყველაფერს სწორად აკეთებს.
რა თქმა უნდა, ჯილდოები გეიბ კაპლანის ხუმრობის ნაწილი იყო, მაგრამ ისინი მართლაც კარგად აღწერდნენ გადაცემის მონაწილეების თამაშისადმი დამოკიდებულებას. ფილ ჰელმუტი, მისივე აზრით, არასდროს უშვებს შეცდომას. ტომ დუანი კი არასდროს მოქმედებს სტანდარტულად. ასეთ ჯილდოს დუანისთვის ხელი არ შეუშლია სეზონი $691.400 დოლარით დაესრულებინა. როგორც ველოდებოდით, გადაცემის მთავარი ვარსკვლავი ის იყო და უდიდესი დარიგებებიც მის გარშემო ტრიალებდა. ერთ-ერთ დარიგებაში მან $118.000 დოლარიანი ბანკი რიკ სალომონთან დათმო, რის შემდეგაც QK834 ბორდზე 62-ით ბრენდონ სტივენის 88 დაამარცხა და $225.000 დოლარიანი დარიგება მოიგო.