ტომ დუანსა და დენიელ ქეითსს შორის არსებული დავა დასრულებულია

უკვე 10 წელზე მეტია, რაც ტომ დუანსა და დენიელ ქეითსს შორის არსებული უთანხმოება განქორწინების შემდეგ დაწყებულ დავას დაემსგავსა: ერთი მხარე ითხოვს დოკუმენტებზე ხელის მოწერას, მეორე კი იმალება. 

2000-იანი წლების ბოლოს, ტომ დუანმა Durrrr Challenge გამოაცხადა: მოთამაშეებსა და ბიზნესმენებს მასთან ჰაი სტეიკს ჰედს-აპის თამაში შეეძლოთ, წინასწარ განსაზღვრული დარიგებების რაოდენობით. როგორც წესი, დუანი თამაშიდან მოგებული გამოდიოდა, ერთი შემთხვევის გარდა: დაგეგმილი 50.000-დან ნათამაშები 20.000 დარიგების შემდეგ, ტომ დუანი დენიელ ქეითსთან $1.2 მილიონ დოლარს აგებდა. ამის შემდეგ, ტომ დუანი გაქრა. ის ჯერ ჩინეთში წავიდა, შემდეგ კვლავ დაუბრუნდა დასავლურ პოკერს, მაგრამ ქეითსთან დაწყებული თამაშის გაგრძელებაზე არაფერი უთქვამს. 

2010 წლიდან ამ დრომდე, დენიელ ქეითსი შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან, რომ დუანისთვის და პოკერის სამყაროსთვის დაწყებული ჰედს-აპის შესახებ შეეხსენებინა. რამდენიმე წლის წინ ქეითსმა განმარტა, რომ ტომ დუანი, შეწყვეტილი თამაშის გამო, მას ყოველ 2 თვეში ჯარიმას უხდიდა. ჯარიმების სახით შეგროვებულმა თანხამ  $800.000 დოლარი შეადგინა. 

23 აპრილს, ტომ დუანი ტვიტერზე გამოჩნდა, სადაც ის თავის ძველ მეტოქეს, ვიქტორ Isildur1 ბლომს ეძებდა: "ვინმემ ხომ არ იცით, სად არის ვიქტორ ბლომი? იმედია, კარგად ხარ, მეგობარო. კარგი რამე მაქვს შენთვის. შემეხმიანე!"

დუანის პოსტს მომენტალურად გამოეხმაურა დენ ქეითსი: "ვინმეს შეუძლია დაგიკავშირდეს შენ? დავასრულოთ დაწყებული საქმე!"

როგორც ჩანს, დუანი მართლაც შეეხმიანა ქეითსს. "მგონი, შეთანხმება შედგა" - წერს ტვიტერზე დენ ქეითსი. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ილაპარაკა კულისებში თანამედროვე პოკერის ორმა უდიდესმა მოთამაშემ - გააგრძელებენ თამაშს, თუ დუანი სრულად აუნაზღაურებს მეტოქეს ჯარიმის დარჩენილ ნაწილს? ფაქტია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა საერთო ენა გამონახეს და წლების შემდეგ, მათ შორის არსებული ისტორიული დავა საბოლოოდ გადაწყდება. 

რუმები

ქართული უცხოური