რამდენად ძლიერები და საშიშები არიან პოკერის ბოტები?

პოკერის ბოტი კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც პოკერის სათამაშოდაა შექმნილი. ისინი რეალური ადამიანების წინააღმდეგ თამაშობენ, წინასწარ დადგენილი ალგორითმით. მათი გამოყენება აკრძალულია, მაგრამ სათამაშო პლატფორმებს, როგორც წესი, მათი გამოვლენა და თამაშიდან გაგდება ადვილად შეუძლიათ. და მაინც, რამდენად საშიშია პოკერის ბოტი?

პოკერის ბოტები, უმეტესად, მანქანური განვითარებით იქმნებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ნეირო სტრუქტურების საფუძველზე ღებულობენ გადაწყვეტილებებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, პოკერის ბოტი გადაწყვეტილებას ღებულობს იმ მილიონობით სიმულაციური სცენარის საფუძველზე, რომლითაც მას 'ავარჯიშებენ'. პროგრამისტები, ვინც ბოტების უკან დგანან, საკუთარ ქმნილებებს არ აიძულებენ რომელიმე კონკრეტული სტრატეგიის მიღებას - ისინი ბოტებს სწავლის და ადაპტირების საშუალებას აძლევენ, რათა რეალურ თამაშში პროგრამამ დამოუკიდებლად მიიღოს საუკეთესო გადაწყვეტილება. 

ბოტები ნამდვილად არსებობენ, მაგრამ მათი წარმატება ორი გარემოებითაა შეზღუდული: სათამაშო პლატფორმებს ადვილად შეუძლიათ მათი გამოვლენა და ამკრძალავი ზომების მიღება; და რაც ყველაზე მთავარია - ისინი არც ისეთი საშიშები და დაუმარცხებლები არიან, როგორც ეს ბევრს ჰგონია. რა თქმა უნდა, არსებობენ კომპიუტერული პროგრამები, რომელთა დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ ისინი უნივერსიტეტებში, სამეცნიერო ცდებისთვის იქმნებიან და მათ შექმნაში ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ინჟინრები და ნეირობიოლოგები არიან ჩართულები. რა თქმა უნდა, ამხელა ინტელექტუალური რესურსი რომელიმე რიგითი პროგრამისტის ხელში ვერ მოხვდება და შედეგად, მისი ქმნილება გაცილებით ტლანქი, ზედმეტად ერთფეროვანი თამაშით გამოირჩევა. 

ასეთი 'სახლში დამზადებული' მანქანები ძალიან მარტივ, ერთფეროვან სტრატეგიას ირჩევენ, რაც მათ დინამიურობას და დინამიკასთან ადაპტაციის უნარს ამცირებს. ბოტს, ადამიანთან შედარებით ორი ძირითადი უპირატესობა აქვს: გამძლეობა და ემოციის არარსებობა. ასეთი უპირატესობა გარკვეულ სისუსტესაც ქმნის: ემოციის ნაკლეობისა და დინამიკის აღუქმელობის გამო, ბოტებს არ შეუძლიათ ბლეფის წაკითხვა - ისინი მაღალ ფსონს მათემატიკურ საფრთხედ ხედავენ და თამაშის ცვლილებას სწრაფად ვერ აანალიზებენ. მათი უპირატესობების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება არცისე რთული საქმეა: ეცადეთ, თქვენი თამაშის ხაზი, ბეთინგის სიხშირე, ბეთ საიზები მრავალფეროვანი გახადოთ. ბოტს სწრაფი შეგუება და აღქმა უჭირს, რის გამოც ის შეცდომებს დაუშვებს. გარდა ამისა, მას იმდენად სწორხაზოვანი თამაში ახასიათებს, რომ ხშირად, მისი გადაწყვეტილებების წაკითხვა რთულ საქმეს არ წარმოადგენს. 

რუმები

ქართული უცხოური