დაგ პოლკმა ჰედს-აპ დაპირისპირებაში ბილ პერკინსი გაანადგურა

უკვე წლებია, რაც დაგ პოლკი ოფიციალურად წავიდა დიდი პოკერიდან. მიუხედავად ამისა, ჰედს-აპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა პოლკმა გაზაფხული $1.2 მილიონიანი შემოსავლით აღნიშნა, როცა ჰედს-აპ მატჩში მან დენიელ ნეგრანუ დაამარცხა. ოფიციალური მოგების გარდა, არავინ იცის, რამდენი და რა სახის სანაძლეოები მოიგო პოლკმა ნეგრანუსთან დაპირისპირებაში. ამჯერად, იმ იმედით, რომ რამეს გახდებოდა, პოლკთან თამაში ბილ პერკინსმა გადაწყვიტა, მაგრამ მას ყველა იმედი გაუცრუვდა. 

ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული გრაინდერი ლას ვეგასიდან ტეხასის შტატის დედაქალაქ ოსტინში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ის ყვება, ასე ღარიბულად არასდროს უცხოვრია. სამაგიეროდ, მდიდრულ ცხოვრებას ბილ პერკინსი განაგრძობს, რომელმაც დაგ პოლკის წინააღმდეგ საკუთარი იახტიდან ითამაშა. თამაში ულიმიტო ჰოლდემი იყო, $200/$400 ლიმიტზე. წყვილმა დილის 4 საათამდე, 1.650 დარიგება ითამაშა, რაც პერკინსს თითქმის $250.000 დოლარი დაუჯდა. 

როგორც ირკვევა, დაგ პოლკთან თამაში ბილ პერკინსს მოსამზადებლად სჭირდებოდა - ის მალე ლენდონ თაისს დაუპირისპირდება. წყვილს $200/$400 ლიმიტზე, 20.000 დარიგების თამაში აქვს გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, დაგ პოლკთან თამაში უდიდესი გამოცდილებაა, მაგრამ როგორც წესი, ასეთი გამოცდილება ძალიან ძვირი ჯდება. 

 

რუმები

ქართული უცხოური