ფილ ჰელმუტმა დენიელ ნეგრანუსთან მეორე დაპირისპირებაც მოიგო
ფილ ჰელმუტსა და დენიელ ნეგრანუს შორის გამართული პირველი ჰედს-აპი სატელევიზიო პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირება იყო. მაშინ ჰელმუტმა მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა მოახერხა: მან დარჩენილი რამდენიმე ჩიპით თამაშის შემობრუნება და მატჩის მოგება შეძლო. ამის შემდეგ, წყვილი განმეორებით შეხვედრაზე შეთანხმდა, რომლის დროსაც დენიელ ნეგრანუს შურისძიების საშუალება უნდა მისცემოდა.
თუ პირველი ჰედს-აპისთვის $50.000 დოლარიანი ბაი-ინი იყო განსაზღვრული, მეორე მატჩისთვის თითოეულმა მოთამაშემ $100.000 დოლარი გადაიხადა. პირველის მსგავსად, მეორე დაპირისპირებაც დიდი ბლეფებით და გარდამავალი უპირატესობით ხასიათდებოდა. თამაშის შუა სტადიაზე ისეთი განცდა იქმნებოდა, რომ დენიელ ნეგრანუ კვლავ აკონტროლებდა სიტუაციას. მაგრამ ამჯერადაც, ჰელმუტმა თავისი გაიტანა და $200.000 დოლარიანი გამარჯვება მოიპოვა.
ნეგრანუმ ორი დიდი ბლეფის გაკეთება სცადა. ერთ შემთხვევაში 9J67A ბორდზე, მან 53-ით მძიმე შეტევა განახორციელა, რასაც ჰელმუტისგან 97-ით ქოლი მოჰყვა. შემდეგ ჯერზე კი, 5J1086 ბორდზე, ნეგრანუმ რამდენჯერმე სცადა 73-ით ოპონენტის დარწმუნება, რომ მას ძლიერი ხელი ჰყავდა, მაგრამ ამჯერადაც ჰელმუტი დარწმუნებული აღმოჩნდა საკუთარი ხელის სიმტკიცეში და J4-ით შთამბეჭდავი ქოლი გააკეთა. ამის შემდეგ, კანადელმა საკუთარი ბლეფების კონტროლი დაიწო და გარკვეული უპირატესობაც მოიპოვა.
უკანასკნელ დარიგებაში, მოთამაშეებმა მაგიდის ცენტრში მთლიანი სტეკი მოაქციეს - ნეგრანუ 88-ით, ჰელმუტი - A4-ით. J996K ბორდზე, ფილ ჰელმუტმა გულების ფლეში მიიღო, რაც ნეგრანუსთვის საბოლოო მარცხს ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, მას კლასიკური ეტიკეტის ჩვენება არ დავიწყებია:
- ყოჩაღ, მეგობარო! კარგად ითამაშე. გაცილებით კარგად, ვიდრე წინა შეხვედრაზე. ვფიქრობ, რომ მე-3 რაუნდიც გვექნება.
- ეს ოფიციალურ გამოწვევას ნიშნავს, გასაგებია. ბოლო დარიგებაში, აშკარად, გამიმართლა.