დაგ პოლკი ფილ ჰელმუტს $1.000.000-იან ჰედს-აპში იწვევს

დაგ პოლკმა თავისი დიდი ხნის მეგობარი, ფილ ჰელმუტი ჰედს-აპში გამოიწვია და $1.000.000 დოლარიანი საიდ ბეთი შესთავაზა. "25.000 დარიგება, $200/$400 ულიმიტო ჰოლდემი, 2 მაგიდა, 100 ბიგ ბლაინდი. ჩემი მილიონი დოლარი, შენი 0-ის წინააღმდეგ" - ასე მიმართა Poker Brat-ს ტვიტერზე პოლკმა. როგორც ის ამბობს, თამაში ჩვეულებრივი ქეშ-გეიმი იქნება, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში ჰელმუტი $1.000.000 დოლარს მიიღებს, თავად კი - არაფერს. 

შეთავაზება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჰელმუტმა ზედიზედ მე-5 ჰედს-აპ მატჩში მოიპოვა გამარჯვება. მან ჯერ ანტონიო ესფანდიარის მოუგო $350.000 დოლარი, შემდეგ კი - დენიელ ნეგრანუს. ესფანდიარისთან ჰელმუტმა 3 გამარჯვება მოიპოვა, ნეგრანუსთან - 2. რა თქმა უნდა, გამარჯვების ასეთ სერიას ჰელმუტის ტრადიციული ტრაბახი მოჰყვა, რაც ბევრს აღიზიანებს, მათ შორის - დაგ პოლკსაც. 

მიუხედავად იმისა, რომ ჰელმუტი აშკარად საუკეთესო შედეგს აჩვენებს, ნაკლებსავარაუდოა, რომ ის პოლკის შეთავაზებას დათანხმდეს. საქმე იმაშია, რომ ჰელმუტმა ორივე შეხვედრა რეალურ კაზინოში, პირისპირ გამართა, რაც სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა. პოლკის შეთავაზება კი ონლაინ ფორმატს გულისხმობს. როგორც WSOP-ის რეკორდსმენი ამბობს, მისი საუკეთესო თამაში ე.წ. 'რიდებითაა' განპირობებული, რაც მოწინააღმდეგის ქცევებზე და ბოდილენგვიჯზე დაკვირვებას და მის წაკითხვას გულისხმობს. პოლკის წინააღმდეგ, თანაც მონიტორთან, მისი შანსები ფაქტიურად 0-ს უტოლდება. 

დაგ პოლკი წლების განმავლობაში ინარჩუნებდა საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშის სტატუსს. მისი ბოლოდროინდელი თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უმაღლესი ლიმიტის ორთაბრძოლებში ის კვლავ პირველია. სანამ პოლკი და ჰელმუტი თავიანთი მიღწევებით ტრაბახობენ, დენიელ ნეგრანუს მხოლოდ ის დარჩენია, რომ საკუთარი პოზიციები დაიცვას და წარუმატებლობა იღბალს დააბრალოს. მან ჯერ პოლკთან წააგო $1.2 დოლარი, შემდეგ კი ფილ ჰელმუტთან დათმო ორი მატჩი. 

რუმები

ქართული უცხოური