პოკერის მოთამაშეების სპორტული მიღწევები
როგორც წესი, პოკერის მოთამაშეები აქტიურად არიან ჩართულები სპორტს ბეთინგში და ტოტალიზატორებში. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი სპორტში კარგადაც უნდა ერკვეოდნენ. საინტერესოა, თავად რამდენად წარმატებულები არიან სპორტის სხვადასხვა სახეობაში?
რა თქმა უნდა, ყოველი დიდი ისტორია პოკერში დოილ ბრანსონით იწყება. ლეგენდარულ მოთამაშეს, რომელსაც პოკერის ნათლიასაც ეძახიან, აზარტულ ინდუსტრიაში ჩართვამდე შთამბეჭდავი საკალათბურთო კარიერა ჰქონდა. 1950-იან წლებში, ის საუნივერსიტეტო კალათბურთის ნამდვილი ვარსკვლავი იყო. ჰარდინ-სიმონსის უნივერსიტეტში სწავლისას, ერთ სეზონზე, დოილ ბრანსონი თამაშში საშულოდ 15.3 ქულა გამოიმუშავებდა. მინიაპოლისის ლეიკერსს ბრანსონის ყიდვა უნდოდა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო, ის იძულებული გახდა NBA-ის კარიერაზე უარი ეთქვა და ძალები სრულიად განსხვავებულ სპორტში მოესინჯა. 2017 წელს, ბრანსონი Big Country Athletic Hall of Fame-ში შეიყვანეს, რაც მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი იყო - პირველ რიგში, თავად ტიტულის გამო, მაგრამ რაც მთავარია, ორგანიზაცია მის მშობლიურ შტატში, ტეხასში იყო დაფუძნებული. რა თქმა უნდა, ბრანსონისთვის საკალათბურთო კარიერის დასასრული ტრაგედიის ტოლფასი იყო, მაგრამ ამავდროულად პოკერის სამყარომ უდიდესი მოთამაშე შეიძინა, რომელმაც სამაგიდო თამაში სამუდამოდ შეცვალა.
შესაძლოა იფიქროთ, რომ ფილ ჰელმუტი ყველაზე არაათლეტური და მოუქნელი პოკერის მოთამაშეა. 201 სანტიმეტრის სიმაღლის ჰელმუტს კალათბურთისთვის არც თუ ისე ცუდი მონაცემები აქვს. მისი 'საკალათბურთო კარიერის' პიკად კი შეგვიძლია დაგ პოლკის წინააღმდეგ სამქულიანი ტყორცნების სანაძლეო ჩავთვალოთ, რომლის დროსაც ჰელმუტმა უშეცდომო სროლები განახორციელა. მისი სიყვარული კალათბურთის მიმართ იმდენად ძლიერია, რომ WSOP-ის ერთ-ერთი დაძაბული ტურნირის დროს, მან სათამაშო მაგიდა მიატოვა და საყვარელი გუნდის, Golden State Warriors-ის თამაშზე დასასწრებად ვეგასიდან სან ფრანცისკოში გადაფრინდა.
უკვე მრავალი წელია, რაც დენიელ ნეგრანუ აქტიური ვეგანია. დიეტის ცვლილებამ ვეტერან კანადელ მოთამაშეს სატრენაჟორო დარბაზში სიარულზე დააწყებინა ფიქრი. მართლაც, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ტვიტერსა თუ ინსტაგრამზე, ნეგრანუ აქტიურად დებს თავისი სავარჯიშო სესიების ფოტოებს. იმის დასამტკიცებლად, რომ ვეგანური დიეტით წონის მომატებაც და დაკლებაც იყო შესაძლებელი, 2020 წლის ივლისში მან თავისი ტრანსფორმაციის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ნეგრანუ ამბობდა, 8 თვის განმავლობაში მან 79 კილოდან 63-ზე მოახერხა ჩამოსვლა თანაც ისე, რომ კუნთოვანი ქსოვილის მაქსიმალური რაოდენობა შეენარჩუნებინა.
2019 წელს, ანტონიო ესფანდიარიმ და კომიკოსმა კევინ ჰარტმა თავიანტი დაპირისპირება რინგზე გაარკვიეს. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი არასდროს ყოფილა ჩართული აქტიურ სპორტში, ისინი რინგზე 3 რაუნდის განმავლობაში გაჩერდნენ. ჰარტისა და ესფანდიარის აღნაგობას თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ კევინ ჰარტი გაცილებით დიდ დროს უთმობს სავარჯიშო დარბაზს, ვიდრე მისი მეგობარი. ერთადერთი უპირატესობა, რაც ესფანდიარის ჰქონდა, სიმაღლე იყო. სწორედ სიმაღლისა და ადვილად წვდომის ხარჯზე, 3 რაუნდის შემდეგ, გამარჯვება ანტონიო ესფანდიარის დარჩა.