მაიკლ ადამომ ერთ კვირაში WPT-ის 2 ივენთი მოიგო
გუშინ, მაიკლ ადამომ WPT-ის $25.000 დოლარიანი ონლაინ ჰაი როლერ ივენთი მოიგო. მანამდე, კვირის დასაწყისში, ბრიტანელმა მოთამაშემ WPT-ის კიდევ ერთი ღონისძიების, $5.200 დოლარიანი ტურბო ივენთის მოგება შეძლო.
პირველ ტურნირზე, რომლის ბაი-ინიც $5.200 დოლარი იყო, 54 მოთამაშე - შეიძლება ითქვას, 54 საუკეთესო მოთამაშე დარეგისტრირდა. მათ შორის ალექს ფოქსენი, სტივ ო'დუაიერი, დევიდ პიტერსი, სვენ იოაკიმ ანდერსონი და სხვა დიდი სახელები იყვნენ. სწორედ ო'დუაიერი და ფოქსენი გამოთიშა ადამომ ფინალურ მაგიდას მე-3 და მე-2 ადგილებიდან. მისმა მოგებამ $87.459 დოლარი შეადგინა.
შემდეგი, გაცილებით ძვირადღირებული ტურნირით 41 მოთამაშე დაინტერესდა. მასიური ბაი-ინის გამო, ღონისძიების საპრიზო ფონდმა მილიონ დოლარს გადააჭარბა. პირველ და მეორე ტურნირს შორის აშკარა მსგავსებები იყო: სერგეი რეიჰაჩმა ორივე მათგანზე მინიმალური მოგება მიიღო; ასევე, ორივე ტურნირის ფინალურ მაგიდაზე მაიკლ ადამო ჩიპლიდერის სტატუსით მოხვდა. თუ პირველი მათგანი ადამოსთვის მე-3 ადგილს ნიშნავდა, უკანასკნელ ტურნირზე მან ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა: მან თამაშს სერგეი რეიჰაჩი, მატიას აიბინგერი და არტურ მარტიროსიანი გამოთიშა და $363.661 დოლარის მფლობელი გახდა. საერთო ჯამში, ადამოს ერთი კვირის მოგებამ $567.303 დოლარი შეადგინა.