ლენდონ ტაისი VS ბილ პერკინსი

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ლენონ ტაისსა და ბილ პერკინსს შორის ჰედს-აპ მატჩების სერია დაიწყო. უკანასკნელ, მე-3 შეხვედრაში, ტაისმა $160.000 დოლარის მოგება მოახერხა. თანხა მნიშვნელოვანია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ პირველი ორი შეხვედრა პერკინსის უპირატესობით წარიმართა - მან ჯერ $20.000 შემდეგ კი $80.000 დოლარი მოიგო, რასაც არავინ ელოდა. 

ტაისი და პერკინსი American Cardroom-ის ონლაინ პლატფორმაზე თამაშობენ, $200/$400 ლიმიტზე. წინასწარი შეთანხმებით, წყვილმა 20.000 დარიგება უნდა ითამაშოს, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ტაისმა $720.000 დოლარიანი ბარიერი უნდა გადალახოს. 

როგორც ცნობილია, ბილ პერკინსი მოყვარული მოთამაშეა, ლენდონ ტაისი კი - რეგულარული გრაინდერი. შესაბამისად, ტაისის შანსები მნიშვნელოვნად აღემატება მისი მეტოქისას, რის გამოც მან პერკინსს $720.000 დოლარიანი 'ფორა' შესთავაზა. თუ ტაისი $720.000 დოლარიან ბარიერს ვერ გადალახავს, მას მოგება არ ჩაეთვლება. "ლენდონ ტაისი ძალიან კარგი მოთამაშეა, - ამბობს პერკინსი, - სესიის დროს მისგან საოცარი მანევრები ვნახე. თუ მას იღბალიც ხელს შეუწყობს, ჩემი მარცხი გარდაუვალია."

$160.000-იანი აფსვინგის შემდეგ, ტაისის მოგება $100.000 დოლარს შეადგენს. ჯერჯერობით, წყვილს მხოლოდ 1.200 დარიგება აქვს ნათამაშები. მიუხედავად ტაისის აშკარა უპირატესობისა, უამრავი პროფესიონალი მოთამაშე თვლის, რომ $720.000 დოლარი შეუსაბამოდ დიდ ამბიციებზე მიუთითებს და რომ მისი გადალახვა ადვილი არ იქნება.   

რუმები

ქართული უცხოური