დოილ ბრანსონი: თამაშის სტილის შეცვლა დენიელ ნეგრანუმ მაიძულა

დოილ ბრანსონისგან კომპლიმენტის მიღება, შესაძლოა, ბევრ ოქროს სამაჯურს სჯობდეს. სწორედ ეს პატივი ერგო დენიელ ნეგრანუს, როცა პოკერის ლეგენდამ ის სხვა მოთამაშეებისგან გამოარჩია. "ერთადერთხელ ვცადე საკუთარი თამაშის შეცვლა და ეს მაშინ იყო, როცა RealKidPoker (დენიელ ნეგრანუ) ძალიან ბევრ ტურნირს იგებდა საკუთარი small ball სტრატეგიით. მე ყოველთვის დიდ დარიგებებს ვთამაშობდი და საკუთარ ინსტინქტებს ვენდობოდი. მაგრამ ნეგრანუს სტილმა ეს ყველაფერი გადამაფიქრებინა."

მართლაც, 2000-იანების დასაწყისში,  როცა დენიელ ნეგრანუ მაღლა მიიწევდა, სატურნირო პოკერის სულ სხვა გაგება არსებობდა: მაქსიმალურად კონსერვატული მიდგომა, სათამაშო ხელების მინიმუმამდე დაყვანა, დიდი დარიგებები და დიდი ბანკები... ნეგრანუ ამ ყველაფერს თავისი small ball poker-ით ეწინააღმდეგებოდა. ის ხშირად შედიოდა თამაშში, ცდილობდა ფლოპის სანახავად იაფი ფასი გადაეხადა და ბანკის კონტროლით რისკები მინიმუმამდე შეემცირებინა. დენეილ ნეგრანუს მიდგომა სწორედ იმ სტილის წინამორბედი იყო, რასაც დღეს LAG-ს (Loose Aggressive) უწოდებენ. 

რამდენად წარმატებულია ნეგრანუს სტილი დღევანდელობაში - რთული სათქმელია. მიუხედავად იმისა, რომ მის ფინანსურ კეთილდღეობას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, მისი რეპუტაცია უკანასკნელმა თამაშებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს: $1.2 მილიონიანი მარცხი დაგ პოლკთან და $150.000 დოლარიანი დაუნსვინგი ფილ ჰელმუტთან. რამდენად შეძლებს ნეგრანუ დიდ პოკერში წარმატებით დაბრუნებას - ჯერჯერობით არ ვიცით. სავარაუდოდ, ის საზაფხულო WSOP-ზე გამოჩნდება და ოქროს სამაჯურის მოსაგებად რამდენიმე დიდ სანაძლეოში ჩაერთვება. 

რუმები

ქართული უცხოური