დაგ პოლკი და ბილ პერკინსი ჰედს-აპის დეტალებს ათანხმებენ

2020 წელს დაწყებულმა პანდემიამ მოთამაშეები ონლაინ მაგიდებს მიაჯაჭვა. 2021 წელი პოკერისთვის გრანდიოზული სიახლეების მომტანი ნამდვილად ვერ აღმოჩნდა, მაგრამ მიმდინარე წელი ნამდვილად შეიძლება ჩავთვალოთ ჰედს-აპ პოკერის ბუმად. ამჯერად, ერთმანეთთან ბრძოლას დაგ პოლკი და ბილ პერკინსი აპირებენ. 

რამდენიმე თვის წინ, წყვილმა უკვე გამართა მინიატურული ჰედს-აპ მატჩი, რომელიც პოლკის გამარჯვებით დასრულდა. მაშინ პოლკმა $200.000 დოლარის მოგება მოახერხა, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა: ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშედ ითვლება, მაშინ როცა ბილ პერკინსი მხოლოდ მოყვარულია - გაცილებით დიდი ბანკროლით. 

დაგ პოლკის უკანასკნელი დიდი მოგება დენიელ ნეგრანუსთან დაფიქსირდა, როდესაც კანადელმა $1.2 მილიონი დოლარი დაკარგა. წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ერთმანეთზე გადამტერებული და, როგორც იქნა, ურთიერთობები სათამაშო მაგიდასთან გაარკვიეს. რაც შეეხება ბილ პერკინსს: მან რამდენიმე კვირის წინ ლენდონ ტაისი დაამარცხა. ტაისი პროფესიონალი მოთამაშეა, რომლის ასეთ მარტივ მარცხს არავინ ელოდა. $720.000 დოლარის დაკარგვის შემდეგ, ტაისმა თეთრი დროშა ააფრიალა და კაპიტულაცია გამოაცხადა. როგორც ჩანს, სწორედ ამ გამარჯვების გემომ გაუღვიძა პერკინსს მადა და გაცილებით მაღალი მწვერვალის დაპყრობა გადაწყვიტა. 

ბილ პერკინსი ამერიკელი ბიზნესმენია, რომელმაც სახელი პოკერის სამყაროში დიდი თამაშებით გაითქვა. ვერავინ იტყვის, რომ ეს თამაშები მისთვის წარმატების მომტანი იყო, მაგრამ ყოველი მათგანი დიდ ხმაურს იწვევდა. პოკერისა და ბიზნესის გარდა, პერკინსი ავტობიოგრაფიული წიგნის ავტორიცაა, რომელსაც Die with Zero ჰქვია (მოკვდი ნოლით). მისი ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, რომ ცხოვრებისგან და ფულისგან მაქსიმალური შედეგი მიიღო და ფულის დაგროვება თვითმიზანი არ იყოს. სწორედ ასეთ მიდგომას შეიძლება დავაბრალოს პერკინსის სურვილი - დაგ პოლკის წინააღმდეგ ჰედს-აპი ითამაშოს. სხვა შემთხვევაში, ამბიციისა და თავზეხელაღებული ხასიათის გარეშე, ნაკლებსავარაუდოა, რომ ვინმეს პოლკთან თამაშის სურვილი რაციონალური მიზნებით, ფულის ამოღების სურვილით გასჩენოდა.  

რუმები

ქართული უცხოური