$11 მილიონი 9 წელში - დენიელ ნეგრანუ საკუთარ სტატისტიკას აქვეყნებს
დენიელ ნეგრანუ არასდროს გამოირჩეოდა იდუმალებითა და მისტიურობით - თავის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე ის ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს, მაგრამ გუშინ კანადელმა პროფესიონალმა საკუთარი შემოსავლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ეს კი საკამაოდ იშვიათი მოვლენაა. როგორც წესი, ელიტაში მყოფ მოთამაშეებს საკუთარი შემოსავლების გასაჯაროება დისკომფორტს უქმნით, რადგან არავის სიამოვნებს მათი წარმატების რიცხვებში დათვლა. ნეგრანუ კი განსაკუთრებული შემთხვევაა.
რა თქმა უნდა, 2020 წელი ყველაზე მძიმე იყო, განსაკუთრებით - ლაივ მოთამაშეებისთვის. ნეგრანუ, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, ცოცხალ მაგიდასთან გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე მონიტორთან. პანდემიის გამო კი, მისი ვინრეიტი მნიშვნელოვნად შემცირდა.
როგორც ნეგრანუს მიერ დადებულ შემოსავლებში ჩანს, მისი საუკეთესო ანაზღაურება 2014 წლით თარიღდება. მაშინ კანადელმა Big One for One Drop-ის ჩემპიონის ტიტული დენ კოლმანთან დათმო და მე-2 ადგილისთვის $8.288.001 დოლარი მიიღო. შემდეგ წლებში კი, ნეგრანუს დიდი სვინგები ჰქონდა.
რა თქმა უნდა, გამოქვეყნებული სტატისტიკა არ მოიცავს ონლაინ პოკერში მის დანახარჯებსა და მოგებებს - ის მხოლოდ სატურნირო შემოსავალზე მიუთითებს. როგორც ვიცით, მიმდინარე წელს, ნეგრანუმ ჯერ დაგ პოლკთან წააგო $1.2 მილიონი, შემდეგ კი $350.000 დოლარი ფილ ჰელმუტთან 'მტრობას' შესწირა. საბედნიეროდ, ზაფხულის დასაწყისში PokerGo Cup-ზე, ნეგრანუმ მილიონზე მეტი დააგროვა, რამაც მისი მძიმე წელი გარკვეულწილად შეამსუბუქა. პოკერის კომენტატორები მიმდინარე WSOP-ის ონლაინ სერიაზე კანადელისგან კვლავ ნაყოფიერ მსვლელობას ელოდებიან.