ფილ ჰელმუტი ჰედს-აპში ტომ დუანს შეხვდება: რა უნდა იცოდნენ ფანებმა?

ფილ ჰელმუტის წაუგებელი ჰედს-აპ სერიების შემდეგ, მის დამარცხებას პოკერის კიდევ ერთი ლეგენდა, ტომ დუანი შეეცდება. ამ დრომდე, ჰელმუტის ანგარიშზე ანტონიო ესფანდიარი, დენიელ ნეგრანუ და ნიკ რაითის ფულია. ის უკლებლივ ყველა თამაშს იგებს და პოკერის გულშემატკივრებს კითხვას უჩენს: მართლა იმდენად კარგია ჰელმუტი, როგორც თავად ამბობს, თუ უბრალოდ უმართლებს? პასუხი, წესით, ორივე ვერსიაზე უარყოფითია: შეუძლებელია, ჰელმუტი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე იყოს, მაგრამ ამავდროულად შეუძლებელია, მხოლოდ იღბლის ხარჯზე გადიოდეს ფონს. 

მას შემდეგ, რაც ტომ დუანმა ჰელმუტტან თამაშის სურვილი გამოთქვა, პოკერის გულშემატკივრებს დიდი მოლოდინი გაუჩნდათ. გარდა სანახაობისა, ფანებს თამაშში უშუალო მონაწილეობის მიღებაც შეეძლებათ: ფილ ჰელმუტი საკუთარ ჩიპებს ყიდის. მსურველებს ჰელმუტის $100.000 დოლარიანი ფსონის 5%-ის ყიდვა შეეძლება, მაქსიმუმ $50 დოლარის ოდენობით. გამოდის, რომ 100 მოთამაშეს საშუალება აქვს ჰელმუტის $5.000 დოლარიანი წილის დაფაროს და თამაშის მონაწილე გახდეს. 

რაც შეეხება უშუალოდ ჰელმუტისა და დუანის დაპირისპირებას: მათი ისტორია 2008 წელს იწყება, როცა NBC Heads-Up Championship-ში ტომ დუანის 1010-მა ჰელმუტის AA დაამარცხა. "ვნახოთ, 5 წლის შემდეგ კიდევ თუ იქნები თამაშში" - ასე მიმართა WSOP-ის რეკორდსმენმა მაშინდელ ამომავალ ვარსკვლავს. ტომ დუანი თამაშს მართლაც დიდი ხნის განმავლობაში შემორჩა და დაამტკიცა, რომ მისი მაშინდელი მეტოქის სიტყვები შეცდომა იყო. 13 წლის შემდეგ, წყვილი კვლავ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდება და ძველ 'მტრობას' კვლავ კარტის საშუალებით გაარკვევენ. თამაში 25 აგვისტოს გაიმართება. 

რუმები

ქართული უცხოური