ტონი ჯიმ, Short Deck ტურნირზე, $1.169.000 დოლარი მოიგო
აწ უკვე, ყოფილმა პოლიტიკოსმა და კალათბურთის გუნდის მფლობელმა, ლეგენდარულმა მოთამაშემ, ტონი ჯიმ ევროპის Super High Roller Bowl-ის სერიებზე გაიბრწყინა. ვეტერანმა მოთამაშემ ჯერ სერიების მე-3 ივენთი, $25.000 დოლარიანი ჰაი როლერი მოიგო, $382.500 დოლარით პირველი ადგილისთვის, შემდეგ კი დიდ თამაშში - $100.000 დოლარიან შორთ დექ ტურნირში ჩაერთო.
შორთ დექი - ტეხასური ჰოლდემის 36 კარტიანი ვარიანტი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაწყებული ბუმის შემდეგ, შორთ დექი დასავლურმა სამყარომაც მიიღო და უკვე რამდენიმე წელია, რაც ევროპული ტურნირების ორგანიზატორები მოთამაშეებს პოკერის ახალ ვერსიას სთავაზობენ.
შორთ დექის ტენდენციას არც ტონი ჯი ჩამორჩა: პოკერის ლეგენდამ გამარჯვება 26 მოთამაშეს შორის მოიპოვა და ფინალურ პოზიციებზე ისეთი მოთამაშეები მოიტოვა უკან, როგორებიც შორთ დექის სულისჩამდგემელები - პოლ ფუა და დენი ტენგი არიან.
ანტანას გუოგა, რომელსაც პოკერის სამყაროში ტონი ჯის სახელით იცნობენ, დიდი თამაშიდან რამდენიმე წლის წინ წავიდა. ის ევროპის პარლამენტში ლიეტუვას წარმოადგენდა და აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში. თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, მან პოკერში დაბრუნება გადაწყვიტა. ვარაუდობდნენ, რომ ტონი ჯის დიდების დღეები წარსულს ჩაბარდა და მომავალი ახალ თაობას ეკუთვნოდა, მაგრამ უკანასკნელი ორი ტურნირის მოგებითა და $1.5 დოლარიანი შემოსავლით, ლიეტუველმა მოთამაშემ აშკარად აჩვენა, რომ ისტორიის წიგნებში ის გამორჩეულ ადგილს იმსახურებს.