ჯეისონ კუნმა WSOP-ის პირველი ოქროს სამაჯური მოიგო

ჯეისონ კუნი პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. არავინ იცის ზუსტად მის მიერ ქეშ-გეიმებზე მიღებული შემოსავალი, მაგრამ ტურნირების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მის ანგარიშზე $33 მილიონ დოლარამდე მოგებაა. მიუხედავად ამისა, ჯეისონ კუნი ერთ-ერთი იყო იმ მულტიმილიონერი მოთამაშეებიდან, ვისაც WSOP-ის ოქროს სამაჯური არ ჰქონდა. მიმდინარე სერიებზე, ამერიკელმა მოთამაშემ ეს დანაკლისიც შეივსო.

კუნმა 2021 წლის WSOP-ის ჰედს-აპ ტურნირი მოიგო, რომლის შესატანი თანხა $25.000 დოლარს შეადგენდა. ჯეისონ კუნმა წინასწარვე იცოდა, რომ წლევანდელი სერიები მისთვის ადვილი არ იქნებოდა: ის მამა გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პროფესიასთან დაკავშირებული ნერვიულობის გარდა, მას სხვა ტიპის სიხარული და სტრესი ელოდა. მის მონათხრობს თუ დავუჯერებთ, ის იმდენად იყო გადაღლილი ოჯახური საქმეებით, რომ მაგიდაზე არსებული ჩიპების დათვლაც კი უჭირდა. მიუხედავად ამისა, კუნმა 57 მოთამაშეს შორის საუკეთესო შედეგის ჩვენება შეძლო და $243.981 დოლარის მფლობელი გახდა. მართალია, მან პირველი ოქროს სამაჯური მოიგო, მაგრამ მიმდინარე სერიებზე მან მესამედ ითამაშა ფინალურ მაგიდაზე. 

"ვცდილობ, ჩემს საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსი ვიპოვო. მაგრამ როცა მამა ხდები და თან როცა მოთამაშე ხარ, ბალანსის დაჭერა საკმაოდ რთული საქმეა" - ამბობს კუნი. 

 

რუმები

ქართული უცხოური