მაიკლ ადამომ WSOP $50K High Roller-ზე $1.132.968 დოლარი მოიგო

მაიკლ ადამოს არნახული თვეები უდგას: მიმდინარე წლის სექტემბერში, მან Super High Roller Bowl მოიგო, $3.4 მილიონ დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის. მას შემდეგ, ავსტრალიელს ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან და უკანასკნელი თვეების სატურნირო მოგება $6.1 მილიონ დოლარამდე აიყვანა.

ამჯერად, ადამომ საკუთარ ანგარიშზე 2021 წლის WSOP-ის $50.000 დოლარიანი High Roller ივენთი ჩაიწერა. ოქროს სამაჯურთან ერთად, ავსტრალიელმა მოთამაშემ $1.132.968 დოლარი მიიღო. მის წარმატებას ფედორ ჰოლცის 2016 წლის თამაშს და ჯასტინ ბონომოს 2019 წლის ნახტომს ადარებენ. მან, უკანასკნელ 6 თამაშში, 4-ჯერ მოახერხა ფინალურ მაგიდაზე ყოფნა, რაც WSOP-ის მე-3 ოქროს სამაჯურის მოგებით დაგვირგვინდა. 

ფინალურ ჰედს-აპში, მაიკლ ადამომ სწორედ ჯასტინ ბონომო დაამარცხა, რომელსაც მე-2 ადგილისთვის $700.228 დოლარი შეხვდა. ფინალური მაგიდა, ისე როგორც მთლიანად ტურნირი, პოკერის ვარსკვლავებით იყო გადატვირთული. პირველ ადგილამდე მისასვლელად ავსტრალიელს ერიკ საიდელის, მუსტაფა კანიტის, სემ სოვერელისა და კრის ჰანიკენის ჩამოშორება დასჭირდა. 

მაშინ როცა მოთამაშეების უმეტესობა საკუთარ გამარჯვებას სრულად მიიწერს, მაიკლ ადამო გაცილებით მოკრძალებული ჩანს: "რა თქმა უნდა, პოკერში გარკვეული ნიჭი გჭირდება, მაგრამ ასეთი ტურნირის მოგება, რომელსაც ასეთი დიდი სახელები ესწრებიან, მნიშვნელოვან გამართლებასაც მოითხოვს. ვცდილობ, რაც შეიძლება თავმდაბალი ვიყო, რადგან წარმატებისგან მიღებულმა კმაყოფილებამ თამაშში არ შემიშალოს ხელი."

რუმები

ქართული უცხოური