შონ დიბმა WSOP-ის მე-5 სამაჯური მოიგო - $1.251.860-იანი ანაზღაურებით

შეიძლება ვთქვათ, რომ შონ დიბს ფილ ჰელმუტის რეკორდი აქვს მიზანში ამოღებული. მიუხედავად იმისა, რომ 16 სამაჯურამდე მას კიდევ ბევრი უკლია, დიბი დამაჯერებლად მიიწევს წინ. Pot-limit Omaha-ს ივენთზე, ნიუ იორკელმა მოთამაშემ მე-5 სამაჯური და $1.251.860 დოლარი მოიგო. 

ტურნირის საპრიზო ფონდი $5 მილიონ დოლარს აჭარბებდა. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი თავად ღონისძიების ლაინ-აფი გამოდგა. უცნაურია, მაგრამ ტურნირის მონაწილეთა შორის ომაჰას ისეთი მცოდნეები იყვნენ, რომ შონ დიბიც კი ერთ-ერთ ყველაზე სუსტ მოთამაშედ ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დიბი ჰოლდემის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ითვლება, დევიდ ბენიამინთან და ბენ ლემთან შედარებით, ის ნამდვილად ვერ ბრწყინავს. გარდა ამისა, ტურნირზე ოქროს სამაჯურის სხვა მფლობელების ნახვაც იყო შესაძლებელი: ჩენს კორნუთი, ჯოზეფ ჩონგი, სკოტ სივერი და ჟოაო ვიეირა - სულ რამდენიმე სახელია  მათ შორის, ვინც ომაჰას ივენთის ჩემპიონობაზე რეალურ კანდიდატებად განიხილებოდნენ. 

"ზუსტად ვიცი, რომ ფილ ჰელმუტს გავუსწრებ, - ამბობს შონ დიბი, - შეიძლება, ამისთვის დიდი დრო დამჭირდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან გავუსწრებ. ის საოცარი მოთამაშეა, როცა მოწოდების სიმაღლეზე დგას. მაგრამ მას ყოველდღიურად არ შეუძლია ჩემსავით თამაში. გარდა ამისა, ონლაინ მაგიდასთან მე გაცილებით ძლიერი მოთამაშე ვარ ვიდრე ის და ეს მნიშვნელოვან უპირატესობას მაძლევს."

 

თეგები
WSOP 2021 შონ დიბი

რუმები

ქართული უცხოური