დენიელ ქეითსმა WSOP-ის პირველი სამაჯური მოიგო

მიუხედავად იმისა, რომ დენიელ ქეითსი თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი უდიდესი სახელია, მისი მიღწევები უმეტესწილად ქეშ-გეიმებით განისაზღვრება. რაც მის კარიერას შესამჩნევად აკლდა, WSOP-ის სამაჯური იყო. რამდენიმე დღის წინ კი, Jungleman-მა ეს ხარვეზიც გამოასწორა და პირველი ოქროს სამაჯური მოიგო, $954.200 დოლარიან ანაზღაურებასთან ერთად. 

WSOP-ის მეინ ივენთის გარდა, რაც ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად ითვლება, არსებობს კიდევ ერთი ღონისძიება, რომლის მოგებაზეც ნებისმიერი პროფესიონალი ოცნებობს - $50.000 Poker Player's Championship. დენიელ ქეითსმა სწორედ ამ ივენთის მოგება შეძლო. გამარჯვებულს, ტრადიციის მიხედვით, ლეგენდარული მოთამაშის - ჩიპ რიზის სამახსოვრო ჯილდო გადაეცემა. 

$50.000 დოლარიან ტურნირზე 65 ელიტარული მოთამაშე დარეგისტრირდა, რომელთა შორის დენიელ ნეგრანუ, ტიმოფეი კუზნეცოვი, დევიდ ბენიამინი, შონ დიბი, სკოტ სივერი, ელი ელეზრა და ბრაიან რასტი იყვნენ. ბოლო დღისთვის, დიდი სახელებიდან ტურნირს მხოლოდ ელი ელეზრა და დენიელ ქეითსი შემორჩნენ. ელეზრას თავისი მე-5 სამაჯურის მოგებამდე სულ რამდენიმე ადგილი დააკლდა. მან თამაში მე-4 პოზიციაზე დაასრულა და $286.983 დოლარი მიიღო. 

"ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, - თქვა ტურნირის მოგების შემდეგ დენიელ ქეითსმა, - განსაკუთრებით იმის გამო, რომ ტურნირი ჩიპ რიზის სახელს ატარებს."

რუმები

ქართული უცხოური