ადრიან მატეოსმა WSOP-ის სამაჯური მოიგო, $3.265.262 დოლარიანი ანაზღაურებით
ადრიან მატეოსმა, რომელსაც ხშირად ესპანელ ვუნდერკინდად მოიხსენიებენ, WSOP-ის მე-4 ოქროს სამაჯური მოიგო. $250.000 დოლარიანი 82-ე ივენთის ფინალურ ჰედს-აპში, ესპანელმა მოთამაშემ ბენ ჰითი დაამარცხა და, ოქროს სამაჯურთან ერთად, $3.265.262 დოლარიანი ჯილდოს მფლობელიც გახდა.
ეს ღონისძიება, წლევანდელ WSOP-ის სერიაზე, ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე მხოლოდ 33 მონაწილე დარეგისტრირდა, $250.000 დოლარიანი ბაი-ინის გათვალისწინებით, თამაშის სურვილი მხოლოდ საუკეთესო მოთამაშეებმა და გამოცდილმა ჰაი როლერებმა გამოთქვეს. მატეოსმა ფინალური დღე ჩიპლიდერის სტატუსით დაიწყო და პოზიცია ერთხელაც არ დაუთმია.
წარსულ გამოცდილებას თუ გადავხედავთ, ადრიან მატეოსს დიდი ტურნირების მოგება არასდროს უჭირდა. მის მთავარ სირთულეს ძვირადღირებული ტურნირები წარმოადგენდა, რომლებეზეც ნაკლები რაოდენობის მონაწილე რეგისტრირდებოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მან $250.000 დოლარიანი ტურნირის მოგება შეძლო. ოფიციალური მონაცემებით, ესპანელის სატურნირო შემოსავლების ანგარიშზე $25.214.186 დოლარი ფიქსირდება. ის ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მომგებიანი მოთამაშეა.