"აზარტული კონსპირაციის" ბრალდებით Facebook-ს, Google-ს და Apple-ს სასამართლოში უჩივიან

ტექნოლოგიური გიგანტები - Apple, Facebook და Google სასამართლოში წარსდგებიან. საქმე ამ კომპანიების მიერ "აზარტული კონსპირაციის" ხელშეწყობას ეხება. 

ბრალდების მიხედვით, ჩამოთვლილი კომპანიები იმ ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობენ, რომლებიც მომხმარებელს აზარტულ სერვისს ყოველგვარი პოტენციური მოგების გარეშე სთავაზობენ. პლატფორმები, რეალური ფულის ნაცვლად, ვირტუალურ ჩიპებს იყენებენ, რომელთა შესაძენადაც მომხმარებლები ფულს იხდიან. 

ონლაინ გემბლინგი დღეს ისეა განვითარებული, როგორც არასდროს. რთული გასაგებია, რატომ უნდა სურდეთ ადამიანებს ფულის გადახდა ვირტუალურ ჩიპებში, რომლითაც მხოლოდ დამატებით ვირტუალურ ჩიპებს მიიღებენ და არა რეალურ მოგებას, როგორც ეს სხვა ონლაინ კაზინოებში ხდება. ბრალდებაში შემდეგი ინფორმაცია შეგვიძლია ვნახოთ: "ლას ვეგასის სლოტების მსგავსად, სოციალური კაზინოები ძალიან დიდი შემოსავლის მიღების საშუალებას იძლევა და, ამასთან ერთად, იწვევს დამოკიდებულებას. ისინი, სოციალური ქსელებისა და საძიებო სისტემების საშუალებით, იმ მოთამაშეებს იღებენ სამიზნეში, რომელთა ქცევის განსაზღვრა წინასწარაა შესაძლებელი."

როგორც ცნობილია, Google, Apple და Facebook თავიანთ მომხმარებლების ინტერესების, პრეფერენციების, სისუსტეებისა და მიდრეკილებების შესახებ დიდ ინფორმაციას ინახავენ. ე.წ. სოციალური კაზინოები კი ამ ინფორმაციას ამუშავებენ და მასიურ სარეკლამო ტალღებს იმ მომხმარებლებისკენ მიმართავენ, ვინც თამაშდამოკიდებულებაშია შემჩნეული. გასულ წელს, სოციალური კაზინოების მომხმარებლებმა $6 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯეს ვირტუალური ჩიპების შესაძენად, რომლის ფასიც 0-ს უტოლდება და არანაირ რეალურ ღირებულებას არ წარმოადგენს.

აზარტული თამაშების კლასიკური განსაზღვრებიდან გამომდინარე, დაწესებულება - იქნება ეს კაზინო თუ ონლაინ პლატფორმა, მომხმარებელს სთავაზობს აზარტულ თამაშს, რომლითაც მომხმარებელს რეალური მოგების მიღების შესაძლებლობა აქვს. თუ სოციალური კაზინოები და ტექნოლოგიური გიგანტები ამ სასამართლო დავას წააგებენ, მათ დიდი ჯარიმა და მომხმარებლებისთვის ზარალის ანაზღაურება დაეკისრებათ.

 

რუმები

ქართული უცხოური