დენ ბილზერიანი: დაგ პოლკისნაირ მოთამაშეებს ბევრად ვჯობივარ
დენ ბილზერიანი პოკერის სამყაროს ანტიგმირად შეიძლება ჩავთვალოთ. მისი ხმაურიანი განცხადებები და ცხოვრების წესი, რომელსაც ხშირად თავაშავებულს უწოდებენ, მისი პერსონის მთავარი მახასიათებლებია. ბილზერიანმა, ბოლო ინტერევიუს დროს, კიდევ ორი განცხადება გააკეთა, რამაც პოკერის გულშემატკივრების გაღიზიანება კიდევ ერთხელ გამოიწვია.
როგორც ინსტაგრამის თვითგამოცხადებული 'მეფე' ამბობს, მან $10.000.000 დოლარიან ქეშ-გეიმში მიიღო მონაწილეობა. ხოლო საკუთარი თამაში 10 ქულიანი სისტემიდან 9-ით ან 10-ით შეაფასა. ბილზერიანმა ინტერვიუ ჯორდან ბელფორტს მისცა. აქვე, უნდა ითქვას, რომ ბილზერიანის მამამ რამდენიმე წელი, თაღლითობის გამო, გისოსებს მიღმა გაატარა. სწორედ ასეთი არაკეთილსინდისიერი მეთოდებით შეძლო პოლ ბილზერიანმა ფულის დაგროვება. პარალელურად, ჯორდან ბელფორტი თავად იყო საფონდო ბირჟებთან დაკავშირებულ თაღლითობაში გახვეული. ბილზერიანი მკაცრად უარყოფს მოსაზრებას, რომ საკუთარი ქონება მამის, პოლ ბილზერიანის საქმიანობის შედეგია და არა მისი სათამაშო კარიერის.
"ჩემი საქმე მთლიანად 'თრასთ-ფანდებთან' არის დაკავშირებული. 35 წლამდე, არანაირი მოგება არ მქონია. 39 წლამდე კი პოკერის ერთ ტურნირზეც ვერ მოვახერხე ფულში შესვლა" - ყვება ბილზერიანი. მოთამაშეებისა და გულშემატკივრების აზრით, მსგავსი განცხადებებით, ბილზერიანი კიდევ უფრო იზიანებს საკუთარ იმიჯს, რადგან სულ უფრო და უფრო დაუჯერებელ ამბებს ყვება. მისი თქმით, ის მილიარდერებთან ერთად პრივატულ ქეშ-გეიმებში იყო ჩართული, საიდანაც $50 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა: "2010-2012 წლებში, როცა საუკეთესო ფორმაში ვიყავი, საკუთარ თამაშს 10-დან 10-ს ან 9-ს დავუწერდი." მისი მონაყოლის მიხედვით, ერთ-ერთ ეპიზოდში, მან პრივატულ ქეშ-გეიმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ბაი-ინიც $10 მილიონ დოლარს შეადგენდა.
დაგ პოლკმა არაერთხელ გააკრიტიკა ბილზერიანი და საკუთარ ვიდეოებში დეტალურად განმარტა მისი 'წარმოუდგენლად' ცუდი თამაში. კრიტიკის საპასუხოდ, ინტერვიუს დროს, ბილზერიანმა დაგ პოლკს იდიოტი უწოდა: "რაც უფრო მეტს ლაპარაკობს პოლკი ჩემზე, მით მეტ ადამიანს უყალიბდება აზრი, რომ ცუდი მოთამაშე ვარ. რა თქმა უნდა, ამ იმიჯს ჩემთვის სასიკეთოდ ვიყენებ და მილიონობით დოლარს ვაგროვებ."