პოკერის წარმატებული მოთამაშეები, რომლებიც სრულად გაკოტრდნენ

პოკერი ე.წ. ზერო-სამ თამაშია: თუ არსებობს მოგებული, აუცილებლად იარსებებს წაგებულიც. პოკერის მოთამაშეების რაოდენობა, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს, სავარაუდოდ, ძალიან დიდი იქნება, მაგრამ ოფიციალური სტატისტიკა მათ შესახებ არ არსებობს. ამ სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ცნობილ სახელს, რომლებიც წარმატების ზენიტში იმყოფებოდნენ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სრულად გაკოტრდნენ. 

სტუ ანგარი პოკერის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ პოკერში 'საუკეთესოს' ცნება არარელევანტურია, ანგარმა წარმოუდგენელი კარიერის შექმნა შეძლო. მან 1980 წელს WSOP-ის მეინ ივენთი მოიგო. 1981-ში კი გასული წლის შედეგი გაიმეორა. 1997 წელს, ის პირველი და უკანასკნელი მოთამაშე გახდა, რომელმაც WSOP მეინ ივენთის მოგება 3-ჯერ მოახერხა. სტუ ანგარს ფოტოგრაფიული მეხსიერებისა და მათემატიკის არნახული ნიჭი ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ ტურნირებსა და ქეშ-გეიმებიდან მან $30.000.000 დოლარზე მეტის მოგება მიიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ის მილიონებს იგებდა პოკერში, ანგარს ორი მძიმე დამოკიდებულება ჰქონდა: თამაშები და ნარკოტიკი. პოკერში მოგებულ ფულს სრულად ხარჯავდა ტოტალიზატორებში, ცხენების რბოლაზე და სხვადასხვა წამგებიან თამაშებზე. კოკაინის რამდენიმე დოზის შემდეგ, რომელიც მას პოკერის ხანგრძლივ სესიებზე გამოფხიზლებაში უნდა დახმარებოდა, ანგარი წამალდამოკიდებული გახდა. 1998 წელს, სტუ ანგარი იაფფასიან სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს. მის სახელზე არცერთი ცენტი არ არსებობდა. 

ერიკ ლინდგრენი 'პოკერის ბუმის' პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია. ის High Stakes Poker-ის არაერთ სეზონში გამოჩნდა ცნობილი მოთამაშეების გვერდით. რამდენიმე წლის განმავლობაში, ლინდგრენი Full Tilt Poker-ის სახე იყო, რაშიც ის ყოველთვიურად $300.000 დოლარს იღებდა. 2008 წელს მან WSOP-ის პირველი ოქროს სამაჯური მოიგო, $374.505 დოლართან ერთად. ვარაუდობენ, რომ მისი შემოსავალი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს აღემატებოდა. წარმატებული პოკერის მოთამაშის კარიერის შემდეგ, ერიკ ლინდგრენის დაღმასვლა დაიწყო. სტუ ანგარის მსგავსად, ლინდგრენის პრობლემა აზარტული თამაშები, ტოტალიზატორები და ბეთინგი იყო. ლინდგრენი კოლოსალურ თანხებს დებდა ე.წ. 'ფანტაზი სპორტსზე', საიდანაც მოგებას ვერ ნახულობდა. შედეგად, მისი საქმე სულ უფრო ცუდად მიდიოდა. 2012 წელს, მან $100.000 დოლარი ვერ შეაგროვა, რათა ბაი-ინი გადაეხადა. მის დასახმარებლად არც სხვა მოთამაშე მოიძებნა: ყველა ამბობდა, რომ ლინდგრენს მათი ვალი ჰქონდა. 2015 წელს, ერიკ ლინდგრენის ოფიციალური ვალი $12.000.000 დოლარს შეადგენდა. 

დევიდ "ჩინო" რიმის კარიერა შუა 2000-იანებიდან იწყება, როცა მან არაერთი ტურნირი მოიგო. მის ანგარიშზე WPT-ის სამი ტურნირია, WSOP-ის ღონისძიებებთან ერთად. თითოეულ ივენთზე, საშუალოდ, რიმი $1 მილიონ დოლარს იგებდა. მისი პრობლემა ვალები გახდა. პროფესიონალურ პოკერში ხშირია პრაქტიკა, როდესაც მოთამაშეს მეგობრები ან ნაცნობები ასპონსორებენ: მოთამაშეს ტურნირის ან ქეშ-გეიმის შესატან თანხას უხდიან, ხოლო მოგების შემთხვევაში მისგან გარკვეულ პროცენტს ღებულობენ. ჩინო რიმის შემთხვევაში ყველაფერი რთულდებოდა, როცა საქმე ვალების დაბრუნებას, ან პროცენტის გადახდას ეხებოდა. წლებთან ერთად, სულ უფრო მეტი პოკერის მოთამაშე გამოდიოდა და რიმს ვალების გადაუხდელობაში ადანაშაულებდა. მისი სატურნირო მოგება $11 მილიონ დოლარს აჭარბებს. რიმს გაცილებით მეტი აქვს მოგებული პრივატულ ქეშ-გეიმებზე. ამჟამად კი, დევიდ ჩინო რიმის მევალეთა შორის არიან სპორტსმენები, ბიზნესის წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, პოკერის მოთამაშეები. 

რუმები

ქართული უცხოური