ფედორ ჰოლცმა ორი პროფესიონალი მოთამაშე თაღლითობაში დაადანაშაულა

შობის ღამეს, 25 დეკემბერს, ფედორ ჰოლცმა ტვიტერზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა. როგორც გერმანული პოკერის სუპერ ვარსკვლავი ამბობს, ორი პროფესიონალი მოთამაშე, რომლებიც 888Poker-ზე WPT Deepstack ტურნირში ღებულობდნენ მონაწილეობას, მაგიდაზე ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ. 

საქმე ეხება ორ ჰაი სტეიკს რეგულარს - Seijistar1-ს და მის მეგობარს - Selouan-ს. ფედორ ჰოლცის მტკიცებით, ორივე მოთამაშე ბრაზილიურ გაერთიანება 9Tales-ს ეკუთვნის. პრობლემა არა პოკერის კონკრეტულ ჯგუფში ან ორი მოთამაშის მეგობრობაშ, არამედ იმაშია, რომ ისინი ერთ მაგიდაზე თამაშსას ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებენ.

როგორც მაგიდის სქრინ-შოთიდან ირკვევა, ბიგ ბლაინდზე მყოფმა Seijistar1-მა პრეფლოპ ჩექი ითამაშა. მისმა მეგობარმა Selouan-მა 7.1 ბიგ ბლაინდის ოდენობის ოლ ინი გააკეთა, ხოლო Seijistar1-მა მის რეიზს ფოლდით უპასუხა, მიუხედავად იმისა, რომ ხელში AJ ეჭირა. რა თქმა უნდა, მოთამაშეს ფოლდის გაკეთების უფლება ყოველთვის აქვს და მისი მოქმედების გამტყუნება შეუძლებელია, მაგრამ როგორც წესი, რეგულარული მოთამაშეები ტურნირის გადამწყვეტ ფაზაში, 7.1 ბიგ ბლაინდის ოდენობის ოლ ინს AJ-ით უპირობოდ პასუხობენ. 

2+2 ფორუმზე მიმდინარე განხილვაში, მოთამაშეებს მხოლოდ ერთადერთი ახსნა აქვთ: თუ საქმე თაღლითობასთან არ გვაქვს, Seijistar1-მა შეცდომით დააჭირა ფოლდის ღილაკს. "არ მგონია, რომ ეს ავტომატურად თაღლითობას ნიშნავს, - ამბობს ჰოლცი, - მაგრამ ვფიქრობ, რომ მსგავს სიტუაციაში ნებისმიერი რეგულარული მოთამაშე ქოლს გააკეთებდა. ვფიქრობ, რომ რამდენადაც ისინი ერთ ჯგუფს, გარკვეულ გაერთიანებას წარმოადგენენ, ისინი ერთად, შეთანხმებულად მოქმედებდნენ". 

 

რუმები

ქართული უცხოური