2022 Global Poker Awards-ის ნომინანტები

18 იანვარს ცნობილი გახდა 2022 წლის Global Poker Awards-ის ნომინანტების ვინაობა. მათ შორის არაერთი ნაცნობი სახეა, რომელთა თამაშმაც გასულ წელს დიდი რეზონანსი გამოიწვია. დაჯილდოების ცერემონია 18 თებერვალს, კაზინო Aria-ში მდებარე PokerGo-ის სტუდიაში გაიმართება. ნომინანტებს შორის არიან დაგ პოლკი, დენიელ ქეითსი, ჯო სტეპლტონი და სხვა ცნობილი მოთამაშეები. ამ სტატიაში, ჩვენ რამდენიმე კატეგორიას ვნახავთ, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. 

საუკეთესო ფინალური მაგიდის პერფორმანსი: ამ კატეგორიაში, მოთამაშეების ნაცვლად, მთავარი ადგილი თავად WSOP-ის საზაფხულო სერიას უჭირავს, რომელმაც მოთამაშეებს მნიშვნელოვანი განაცხადის საშუალება მისცა. კატეგორიაში დენ ქეითსი, ფილ ჰუი, ადამ ფრიდმანი და 2021 წლის WSOP Main Event-ის გამარჯვებული, კორაი ალდემირი მოხვდნენ. 

ყველაზე რთული ოპონენტი: კატეგორიის ნომინანტები სხვა მოთამაშეების ხმების მიხედვით შეირჩნენ. მასში ის სახელები მოხვდნენ, რომლებთნაც დაპირისპირება არავის უნდა. რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება სტივენ ჩედვიკზეა, რომელსაც არაჩვეულებრივი წელი ჰქონდა. მას სხვა დიდი სახელები - ალი იმსიროვიჩი, მაიკლ ადამო და დევიდ პიტერსი მოჰყვებიან. 

საუკეთესო ღონისძიება: ეს კატეგორია სრულად გულშემატკივრების შეხედულებების შესაბამისადაა დაკომპლექტებული. პოკერის მოყვარულები თვლიან, რომ საუკეთესო ჯილდოები მაიკ სექსტონის ჩემპიონის თასი, WPT DeepStacks Gold Coast და Seminole Hard Rock-ის ჩემპიონატია. 

საუკეთესო დარიგება: 

  • ლენგის მიერ დენიელ ქეითსთან გადაყრილი ხელი
  • დაგ პოლკის შთამბეჭდავი ფოლდი ფილ ჰელმუტის წინააღმდეგ
  • WSOP Main Event- ze ნიკოლას რიგბის ბლეფი
  • WSOP Main Event-ზე დარიგებული ქუადსი ასევე ქუადსის წინააღმდეგ 

 

რუმები

ქართული უცხოური