24 საათში ნიკ პეტრანგელომ Stairway to Millions-ის 2 ტურნირი მოიგო

Stairway to Millions-ის სერიებზე ნიკ პეტრანგელომ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. სერიების $100.000 დოლარიანი მე-8 ივენთი პეტრანგელომ $1.026.000 ანაზღაურებით პირველ ადგილზე დაასრულა. გამარჯვებამდე ერთი დღით ადრე კი, მან $50.000 დოლარიანი მე-7 ივენთი მოიგო, $567.000 დოლარიანი ანაზღაურებით პირველი ადგილისთვის.

სერიების განმავლობაში, ამერიკელმა მოთამაშემ ფულში შესვლა 4-ჯერ შეძლო და საერთო ჯამში $1.6 მილიონ დოლარზე მეტი დააგროვა. ის რიგით მეორე მოთამაშე გახდა, ვინც Stairway to Millions-ის ორი ტურნირის მოგება ზედიზედ შეძლო. გასულ კვირას იგივე შედეგი კიდევ ერთ ამერიკელ პროფესიონალ მოთამაშეს, ჩენს კორნუთს ჰქონდა. 

$100.000 დოლარიან ტურნირზე 19 მოთამაშე დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც ისეთი სახელები იყვნენ, როგორებიც ალექს ფოქსენი, დევიდ პიტერსი და ჯასტინ ბონომო არიან. დევიდ პიტერსი, ჰედს-აპში, სწორედ პეტრანგელოსთან დამარცხდა და მთავარი ჯილდოს მხოლოდ ნახევარი - $570.000 დოლარი მოიგო. "სიმშვიდე და თავდაჯერებულობა პოკერში გადამწყვეტია, - ამბობს პეტრანგელო, - ზოგჯერ, ისეც ხდება, რომ შენს ყოველ ბლეფს ქოლით პასუხობენ, ან შენ თვითონვე აკეთებ ცუდ ქოლებს. ეს იღბალზეცაა დამოკიდებული. ასეთ დროს, შიში გიჩნდება და საკუთარ თამაშს ვეღარ თამაშობ." ამჟამად, პეტრანგელოს საერთო სატურნირო შემოსავალი $23 მილიონ დოლარს აღემატება. 

რუმები

ქართული უცხოური