ტონი ჯიმ და ლეონ ცუკერნიკმა ონლაინ პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდი დარიგება ითამაშეს

ამ დრომდე, ონლაინ მაგიდებთან გათამაშებულ უდიდეს დარიგებად ვიქტორ ბლომსა და პატრიკ ანტონიუსს შორის, 2009 წელს გამართული ხელი ითვლებოდა, სადაც ფინელმა მოთამაშემ $1.35 მილიონი დოლარი მოიგო. 

ერთი კვირის წინ კი, ონლაინ პოკერში ახალი რეკორდი დამყარდა. CoinPoker ახალი პლატფორმაა, რომელიც ლიეტუველი მოთამაშის, ანტანას გუოგას ჩართულობით დაფუძნდა. ის კრიპტოპოკერის სამყაროს ერთ-ერთი პიონერია. სწორედ CoinPoker-ის პოტ ლიმიტ ომაჰას $1.000/$2.000 ლიმიტზე გათამაშდა სარეკორდო $1.8 მილიონიანი ბანკი, რომელშიც მონაწილეობას თავად ტონი ჯი და King's Casino-ს მფლობელი, ლეონ ცუკერნიკი მონაწილეობდნენ. მართალია, დარიგება ვიდეოზეა აღბეჭდილი, მაგრამ მისი რეზოლუცია იმდენად დაბალია, რომ ერთ-ერთმა მოთამაშემ ის ასე აღწერა: "მსოფლიოს უდიდესი დარიგება, მსოფლიოს უმცირესი პიქსელებით". 

დარიგება ასე გათამაშდა:

ტონი ჯი: AA109

ლეონ ცუკერნიკი: AA96

მოსაყოლი ბევრი არც არაფერია, რადგან მოთამაშეებმე ჯერ კიდევ პრეფლოპ ეპიზოდში მოათავსეს მთლიანი ფული მაგიდის ცენტრში. ბორდზე J2J24 დარიგდა. შესაბამისად, მოთამაშეებს ჩადებული ფული უკან დაუბრუნდათ. მიუხედავად იმისა, რომ დარიგებას გამარჯვებული არ გამოუვლენია, ონლაინ პოკერის უდიდესი ბანკი მაინც დიდ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ის კრიპტოპოკერის პლატფორმაზე გათამაშდა, რაც კრიპტოსამყაროს პოპულარიზაციაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. 

რუმები

ქართული უცხოური