მაიკ მატუსოუ Dallas Poker Room-ის აქციებს ყიდულობს

მსოფლიო პოკერის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მოთამაშე, მაიკ მატუსოუ ტეხასის შტატში მდებარე პოკერ რუმის აქციებს ყიდულობს. მატუსოუს გადაწყვეტილება ტეხასში დაწყებულ პოკერის ბუმს მოჰყვა. ცოტა ხნის წინ, ჰიუსტონში მდებარე პოკერ-რუმის აქციონერები დაგ პოლკი, ენდრიუ ნიმი და ბრედ ოუენი გახდნენ. მანამდე, ტეხასში მდებარე Johnny Chan's 88 Social, რომლის მფლობელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონი ჯონი ჩენი იყო, სანავთობო ბიზნესის მაგნატმა, სანჯევ ვორამ იყიდა და 101 Poker Club დაარქვა. 

ტეხასის შტატში ოფლაინ პოკერი ძირეულ ტრანსფორმაციას გადის. 2019 წელს, Post Oak Poker Club-ისა და Prime Social Poker Club-ის მფლობელები, რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით გაასამართლეს. მათ სხვადასხვა სახის კრიმინალური საქმიანობა ედებოდათ ბრალად, მათ შორის, ფულის გათეთრება და არალეგალური გემბლინგის ხელშეწყობა. თავად პოკერ-რუმებს ახალი მფლობელები გამოუჩნდათ და სათამაშო ბიზნესიც ნელ-ნელა უკეთეს ფორმაში ჩადგა. 

გასულ წელს, ლეგენდარული ჰედს-აპ მოთამაშე და ამჟამად იუთუბერი, დაგ პოლკი საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა. მიმდინარე წლის იანვარში კი მან და კიდევ ორმა პროფესიონალმა მოთამაშემ - ენდრიუ ნიმმა და ბრედ ოუენმა Lodge Poker Club-ის თანამესაკუთრეები გახდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური