ალი იმსიროვიჩი და შონ პერი PokerGo Cup-ის ტურნირებს იგებენ
გასული დღეების განმავლობაში, PokerGo Cup-ის სერიებზე ძვირადღირებული ივენთები გაიმართა. მე-7 ივენთის, $25.000 დოლარიანი ტურნირის გამარჯვებული ალი იმსიროვიჩი გახდა, რომელმაც 43 მონაწილიანი ლაინ-აფი დაამარცხა და $365.500 დოლარიანი ანაზღაურების მფლობელი გახდა.
იმსიროვიჩმა გამარჯვება შთამბეჭდავ ფინალურ მაგიდაზე მოიპოვა, რომლის მონაწილეთა შორის დარენ ელიასი, ნიკ შულმანი, კერი კატზი და სემ სოვერელი მოხვდნენ. ალი იმსიროვიჩი ბოსნიური წარმოშობის ამერიკელი მოთამაშეა, რომელმაც 27 წლის ასაკში, პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სათამაშო კარიერა შექმნა. ამ მომენტისთვის, ალი იმსიროვიჩის ოფიციალური სატურნირო შემოსავალი $16 მილიონ დოლარს აჭარბებს.
კვირის მეორე დიდი გამარჯვებული შონ პერი იყო, რომელმაც $50.000 დოლარიან ტურნირზე, 32 მოთამაშეს შორის, პირველი ადგილი მოიპოვა და $640.000 დოლარი მოიგო. რაც განსაკუთრებულ ხაზგასმას მოითხოვს ისაა, რომ მე-8 ივენთის ფინალურ მაგიდაზე დენიელ ნეგრანუც მოხვდა. კანადელი მოთმაშე სერიების ზედიზედ მე-2 ტურნირის მოგებას ცდილობდა, მაგრამ პერიმ ის მე-5 პოზიციიდან გამოთიშა თამაშს. ნეგრანუს ანაზრაურებამ $112.000 დოლარი შეადგინა. ამ მომენტისთვის, სერიების საერთო შედეგებით პირველ ადგილზე ჯერემი აუსმუსია. მას ფეხდაფეხ მიჰყვებიან შონ პერი, ბროკ უილსონი, კერი კატზი და ალი იმსიროვიჩი.