ფილ გალფონდმა თავისი Run It Once პლატფორმა $5.8 მილიონად გაყიდა
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ფილ გალფონდმა თავის Run It Once-ის გაყიდვაზე შეთანხმებას მიაღწია. ლეგენდარულმა მოთამაშემ ონლაინ პოკერის პლატფორმა 2010-იან წლებში შექმნა. მას შემდეგ, გალფონდის გუნდი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა საიტის დახვეწას. ახალ მფლობელს გუნდი 18 თვის განმავლობაში ეძებდა და არჩევანი Rush Street Interactive-ზე შეაჩერეს.
"ჩვენ ბევრ პოტენციურ მყიდველს ველაპარაკეთ, - ამბობს გალფონდი, - და საბოლოოდ RSI-ზე შევჩერდით. ჩვენი მთავარი პრინციპი გულახდილობა და მოთამაშეების ინტერესების გათვალისწინება იყო. RSI-ის გუნდისგანაც იგივე დავინახეთ, არამხოლოდ თამაშთან მიმართებაში, არამედ - ჩვენთან დამოკიდებულებაშიც. ხშირად გამიგია, რომ მოთამაშეები, რომლებსაც ჩვენი პლატფორმა მოსწონდათ, ერთადერთ პრეტენზიას გამოთქვამდნენ: ჰქონოდათ წვდომა უფრო დიდი რაოდენობის ბაზარზე. RSI სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ ნამდვილად გავიზარდეთ."
Rush Street Interactive დიდ ქსელს, მათ შორის, შეერთებულ შტატებში ოფლაინ კაზინოებს ფლობს. Run It Once-ის მათ საკუთრებაში გადასვლა ონლაინ პლატფორმის მომხმარებლებისთვის გაცილებით დიდი რაოდენობის მოთამაშეებზე წვდომის შესაძლებლობას იძლევა. Run It Once-ზე თამაში უკვე პენსილვანიის, ნიუ ჯერსის და მიშიგანის შტატების მოსახლეობას შეეძლება. მომავალში, არის ალბათობა, რომ მათ ნიუ იორკისა და ილინოისის მაცხოვრებლებიც შეუერთდნენ.