დაგ პოლკი $1 მილიონიან ფსონს ჩამოდის ტომ დუანის წინააღმდეგ
შესაძლოა, პოკერის სამყარომ თამაშის ისტორიაში ყველაზე საინტერესო და დაძაბული ჰედს-აპ დაპირისპირება იხილოს. საქმე დაგ პოლკსა და ტომ დუანს ეხება - ჰედს-აპ პოკერის გამორჩეულად აგრესიულ, წარმატებულ და ხმაურიან მოთამაშეებს.
ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც UpSwing Poker-ზე ტომ დუანი პოკერის ისტორიაში 20 საუკეთსო მოთამაშეს შორის მე-8 პოზიციაზე მოხვდა. დაგ პოლკმა, მისი ჩვეული სტილისთვის დამახასიათებლად, დუანის თამაში გააკრიტიკა და თქვა, რომ ის საკმაოდ სუსტი მოთამაშეა, რომელიც საკმაოდ 'ლუს' თამაშს თამაშობს, მაგრამ არასაკმარისად ხშირად მიმართავს ბლეფს: "რატომ უნდათ მილიარდერ ბიზნესმენებს დუანთან თამაში? რას ნიშნავს ეს?"
დაგ პოლკი უკვე მრავალი წელია, რაც დუანს Durrrr Challenge-ის გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს ფორმატი პოკერის უკანასკნელი ათწლეულების ყველაზე დიდი თაღლითობაა. რა თქმა უნდა, ის ტომ დუანსა და დენ ქეითსს შორის არსებულ დავას ეხმიანება.
პოლკის განცხადებას შონ დიბის ტვიტი მოჰყვა, რომელიც ამბობდა, რომ მთლიან ბანკროლს დადებდა ტომ დუანის მიერ 2022 წლის WSOP-ის წლის მოთამაშის ტიტულის მოგებაზე. პასუხად, დაგ პოლკმა ტომ დუანი ჰედს-აპ დუელში გამოიწვია და ფსონად $1 მილიონი დოლარის დადება შესთავაზა.
თუ მონაცემებს შევადარებთ, პოლკის ანგარიშზე WSOP-ის 3 ოქროს სამაჯურია, როცა დუანს WSOP-ის ერთი ივენთიც არ აქვს მოგებული. დუანი ბოლოს ფილ ჰელმუტის წინააღმდეგ ჰედს-აპ თამაშში გამოჩნდა. $200.000 დოლარიანი პირველი სესია სწორედ მისი გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ განმეორებითი $400.000-იანი მატჩი ჰელმუტმა მოიგო. თუ დაპირისპირება მართლაც შედგა, პოკერის გულშემატკივრებს ნამდვილი ფეიერვერკი ელით.