Run It Once-ის მომხმარებლებმა, შესაძლოა, დეპოზიტები 4 აპრილამდე დაკარგონ

როგორც ცოტა ხნის წინ გატყობინებდით, ფილ გალფონდმა თავისი სათამაშო საიტის, Run It Once-ის გაყიდვის შესახებ განცხადება გააკეთა. Run It Once ონლაინ პლატფორმაა, რომელზეც პოკერის თამაში იყო შესაძლებელი. გალფონდმა ის წლების წინ შექმნა და გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შვილივით უფრთხილდებოდა. 

$5.8 მილიონ დოლარიანი შეთანხმების შესახებ ცნობილი მარტის დასაწყისში გახდა. სათამაშო საიტის ახალი მფლობელი Rush Street Interactive იქნება. მან არამხოლოდ Run It Once-ის სათამაშო სოფტი, დაცვის სისტემა და ინტერფეისი, არამედ საიტის ტექნიკური მომსახურების გუნდი, თანამშრომლები და თავად ფილ გალფონდიც იყიდა. როგორც ირკვევა, გალფონდი გუნდში ახალი მფლობელის მოსვლის შემდეგაც დარჩება. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საიტის გუნდი მომხმარებლებს გამუდმებით აფრთხილებს, რომ დეპოზიტები 3 აპრილამდე გაანაღდონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 4 აპრილიდან, მათ ბალანსებზე არსებული ფული, შესაძლოა, გამოტანას და განაღდებას აღარ დაექვემდებაროს. საიტის მომხმარებლები უკვე ინფორმირებულები არიან - მათ გაეგზავნათ ელექტრონული წერილები, ხოლო სოფტის ჩართვისას ისინი რეგულარლად ღებულობენ ტექსტურ შეტყობინებას მოახლოებული დედლაინის შესახებ.   

რუმები

ქართული უცხოური