Triton High Roller-ზე ანდრაშ ნემეტმა $1.082.000 დოლარი მოიგო
კვიპროსში Triton High Roller-ის სერიები დაიწყო, რომლის პირველი ტურნირი, $50.000 დოლარიანი 6-მაქს ულიმიტო ჰოლდემის ივენთი ანდრაშ ნემეტის გამარჯვებით დასრულდა. უნგრელმა მოთამაშემ $1.082.000 დოლარი მოიგო. ბოლო 1 თვის განმავლობაში, ეს ნემეტის მე-3 ჰაი როლერ ტურნირია, რომელიც მან პირველი ადგილით დაასრულა.
ტურნირზე დარეგისტრირებულ 74 მოთამაშეს შორის ფილ აივი, პოლ ფუა, მატიას აიბინგერი, ტიმოთი ადამსი, ალი იმსიროვიჩი, Dusk Till Dawn-ის მფლობელი - რობ იონგი და სხვა ცნობილი მოთამაშეები იყვნენ. ფულში შესვლა მხოლოდ 11 მათგანმა შეძლო.
ტურნირის ბაბლიდან მიკიტა ბადიაკოვსკი გავარდა, რომლის A5 მაიკლ სოიზას A8-თან დამარცხდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილი მოთამაშეები მინიმუმ $99.000 დოლარს მიიღებდნენ. ავსტრალიელი მაიკლ ადამო Triton-ის ბრენდის ამბასადორთან, ჯეისონ კუნთან დამარცხდა. ელტონ ცანგის გავარდნის შემდეგ, მას ფეხდაფეხ კუნიც მიჰყვა. ხოლო თავად ფილ აივი მე-4 პოზიციაზე გავიდა და $387.100 დოლარი მიიღო.
ტურნირის ფინალური ჰედს-აპი ზედმეტად უნგრული გამოდგა: ორი დაპირისპირებული მოთამაშე - ანდრაშ ნემეტი და ლასლო ბუიტაში, უნგრეთის დროშით ასპარეზობდნენ. ტურნირის მოგების შემდეგ, პირველი, რაც ნემეტმა გააკეთა შემდეგი ივენთის $100.000 დოლარიანი ბაი-ინის გადახდა იყო. "ძალიან ძვირადღირებული ტურნირია, - ამბობს ნემეტი შემდეგ გამოწვევაზე, - ძალიან ძვირია და ძალიან რთულია. თუმცა, ამ თამაშის მოგება მნიშვნელოვნად დამეხმარა გადაწყვეტილების მიღებაში."