გას ჰენსენი საკუთარ თამაშზე, აზარტსა და შეცდომებზე

Full Tilt Poker-თან კონტრაქტის შეჩრებიდან 4 თვის შემდეგ, გას ჰენსენს ინტერვიუ ჩამოართვა დანიურმა ონლაინ ჟურნალმა Pokernyhederne, რომლის დროსაც ლეგენდარულმა მოთამაშემ ისაუბრა ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შესახებ. ჰენსენი, მისი თქმით, მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს 2013-2014 წლების წარუმატებლობაში. ეს წლები ძალიან მძიმე აღმოჩნდა მისი ონლაინ კარიერისთვის. 
    "ზოგჯერ ვალდებული ხარ იყო გულახდილი, თუნდაც საკუთარ თავთან, და თქვა, რომ როცა საუკეთესო ხარ, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც დაგეწევა და გაგასწრებს, აღმოჩნდება შენზე უკეთესი. უნდა აღიარო, რომ უკვე დროა წაიწიო წინ, გახდე უკეთესი, ან ითამაშო გაცილებით დაბალ ლიმიტებზე". 
    ჰენსენი, რომლის სატურნირო მოგებები აღემატება $11.200.000 დოლარს, რეზულტატებით ლიდერ პოზიციებზე იმყოფებოდა დანიისა და ევროპის მასშტაბით. თუმცა 2014 წელს ყველაფერი შემობრუნდა. იგი აღმოჩნდა წლის ყველაზე წარუმატებელი მოთამაშე, რომელმაც ონლაინ სესიებზე $5.864.263 დოლარი დაკარგა. 
    "შეიძლება მე დრო მჭირდება, - თქვა ჰენსენმა, - რათა გამოვასწორო ყველაფერი, გადავხედო ჩემი თამაშის სტრატეგიას, გამოვიყენო თავისუფალი დრო და უფრო ჩავუღრმავდე ჩემ შეცდომებს. ან იქნებ სულაც ტურნირებში ჩავერთო უფრო აქტიურად, თუმცა აქაც კარგა ხანია არ მქონია სერიოზული შედეგი". 
    მისი წარუმატებლობის მიზეზებს შორის გას ჰენსენი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მაგიდების შერჩევის დროს დაშვებულ შეცდომებზე და ტილტზე - ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ანადგურებს ნებისმიერ მოთამაშეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სპორტსმენი საკუთარი წარუმატებლობის მიზეზს განიხილავს. 2013 წელს Full Tilt Poker Festival-ზე, რომელიც ირლანდიაში ჩატარდა, ჰენსენმა ისაუბრა მის დაეჭვებულ პოზიციაზე თამაშის მიმართ: "თითქოს მე მაკლია რაღაც, თითქოს მოვძველდი ამ თამაშისთვის. ალბათ ბევრ მოთამაშეს უჩნდება ასეთი კითხვები საკუთარ თავთან... იქნებ გამასწრო თამაშმა, იქნებ დაჟანგებული მოთამაშე ვარ, რომელიც ვეღარ ეწევა სხვებს? ასეთი კითხვები მიტრიალებს მუდამ თავში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხანგრძლივი დაუნსვინგი მაქვს, როგორც ახლა".
    ინტერვიუს დროს ჰენსენი შეეხო "ფულ ტილტ პოკერის" თემასაც და კომპანიასთან ურთიერთობის ასპექტებს: "მე ხანგრძლივი ურთიერთობა მქონდა 'ფულ ტილტთან'. ეს იყო კარგი ურთიერთობა, მდიდარი გამოცდილებით, და ის ახლაც გრძელდება. თუმცა შესვენება შეიძლება გამოსადეგიც იყოს ჩემთვის. შეიძლება მჭირედბა შესვენება და თავისუფალი დრო, რათა უკეთ გავერკვე შეცდომებში". 
    ჰენსენმა რამდენიმე თვით შეწყვიტა თამაში, მაგრამ დასვენებამ შედეგი არ გამოიღო. "მე ვერ ვთამაშობდი კარგად. იყო უამრავი ფაქტორი, რომელსაც ვერ ვაკონტროლებდი. დასვენების შემდეგ კვლავ გადავყწვიტე მომესინჯა ძალები, მაგრამ ვგრძნობდი, რომ არ ვიყავი მზად. და ასეთ დროს გადავწყვიტე მეთამაშა პოტ-ლიმიტ ომაჰა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ. ეს ძალიან დიდი სტრესი იყო, რომელმაც სერიოზული გავლენა მოახდინა ჩემ თამაშზე. ამჟამად წინ მელოდება WSOP და EPT, თუმცა მანამდე არ ვიცი რა მოხდება".
    ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჰენსენი ჩართულია მრავალ სხვა თამაშში, რომელიც არ უკავშირდება პოკერს და გეგმავს უფრო გაააქტიუროს მისი მცდელობები სხვა მიმართულებებით, მითუმეტეს რომ სირთულეებს პოკერში ბოლო არ უჩანთ.  იანვარში მან ჩადო რამდენიმე მილიონი პროექტში, რომელსაც ჰქვია Bridge+Company - დანიური კომპანია, რომელიც ცდილობს გადაწყვიტოს ბრიჯის ძირითადი პრობლემები. 
    "სანამ მე პოკერს ვისწავლიდი, მე ვისწავლე ბრიჯის თამაში. ასე რომ შეიძლება ითქვას, მე დავუბრუნდი ძველ თამაშს. ბოლო წლებში აქტიურად დავუბრუნდი ბრიჯის ლიტერატურას, დიდ დროს ვუთმობ თამაშის თავიდან შესწავლას და რამდენიმე ტურნირშიც მოვსინჯე ბედი - საკმაოდ წარმატებულადაც. მიუხედავად იმისა, რომ ბრიჯის პროფესიონალი მოთამაშე არ ვარ, საკმაოდ დიდ ყურადღებას ვუთმობ ამ თამაშს და ვაპირებ უფრო სერიოზულად მოვეკიდო ახალ საქმეს". 
    ბრიჯში აქტიური ჩართულობის მიუხედავად, გას ჰენსენი აპირებს დროის ნახევარი მაინც დაუთმოს დაბალ ლიმიტებს და ითამაშოს $2/4 ან $5/10 პოტ-ლიმიტ ომაჰა, მისი თქმით "ზედმეტად რომ არ დაიჟანგოს". 

რუმები

ქართული უცხოური