პოკერსტარსის ახალი ონლაინ ტოტალიზატორი
რამდენიმეთვიანი ანონსისა და სპეკულაციების შემდეგ, სამშაბათს, პოკერსტარსმა საბოლოოდ განაცხადა, რომ მისი ახალი ბეთინგ პლატფორმა ექსპლოატაციაში გაეშვა და გაკეთდა პირველი ფსონი.
პოკერსტარსმა ჯერ კიდევ 16 იანვარს დააანონსა, რომ კორპორაცია Amaya, პოკერსტარსის ბაზაზე, აპირებდა ონლაინ ფსონების გასაკეთებელი პროდუქტის შექმნას, რომლის ქსელში ჩართვა 2015 წლის აპრილისთვის იგეგმებოდა. 31 მარტს კომპანიამ საზეიმოდ აღნიშნა მისი პირველი ნაბიჯები სპორტული ფსონების ინდუსტრიაში და იმედი გამოთქვა, რომ ეს მოვლენა, პოკერსტარსისთვის, დიდი წარმატების მომტანი იქნება.
ამჟამად პოკერსტარსის ონლაინ ტოტალიზატორი ბეტა ფაზაშია, რომლის სრულყოფილი სახით გამოყენება მალე ხელმისაწვდომი იქნება ყველა ბრაუზერისა და ტელეფონის მომხმარებლისთვის. ის ასევე მიმაგრებული იქნება პოკერსტარსის ახალ კლიენტზე. ეს არის ბოლო ნაბიჯი ტოტალიზატორის ოფიციალურ გახსნამდე. მისი დასრულებული სახით ნახვისა და გამოყენების საშუალება მომხმარებელს 2015 წლის ბოლოსთვის შეეძლება. Amaya Inc. ასევე გეგმავს Daily Fantasy Sports ინდუსტრიაში ჩართვას, რაც კომპანიისა და მისი მომხმარებლებისთვის დიდი სიახლე იქნება.
Amaya Inc.-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბააზოვმა, განაცხადა, რომ 2015 წლის პირველი ნახევრისთვის იგეგმება კიდევ ერთი სიახლე: კომპანია მომხმარებელს შესთავაზებს ცოცხალ დილერებს, სხვადასხვა სამაგიდო თამაშების სატელეფონო აპლიკაციებსა და სლოტ თამაშებს. მან ასევე დასძინა: "Amaya აპირებს მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი და გაზარდოს თავისი საბაზრო წილი B2C (ონლაინ) ბიზნესში, ისეთი ახალი ვერტიკალების დახმარებით, როგორიც იქნება ონლაინ ტოტალიზატორი, კაზინო, სოციალური თამაშები და Daily Fantasy Sports, რომლებიც დაგვეხმარება ფინანსების კონცენტრირება მოვახდინოთ ჩვენი ძირითადი ბიზნესის - ონლაინ პოკერის გასავითარებლად და დასახვეწად".