იაპონიას პოკერის ბუმი "ემუქრება"

მარტში პოკერსტარსმა კონტრაქტი გააფორმა კიდევ ერთ იაპონელ მოთამაშესთან, მოდელ, იუიკო მაცუკავასთან. ის მესამე იაპონელია, სუპერნოვა ელიტ კოსეი იჩინოისთან და WSOP-ის სამაჯურის მფლობელ ნაოია კიჰარასთან ერთად, ვინც პოკერსტარსს დაუკავშირა თავისი კარიერა. 
პოკერსტარსის შესანიშნავი იაპონური სამეული, შესაძლოა მცირეოდენ დაბნეულობას იწვევდეს პოკერის სამყაროში, რადგან იაპონიაში თამაშის ბედი, ცოტა არ იყოს, გაურკვეველია. გაუგებარია სახელმწიფო საკანონმდებლო რეგულაციები ონლაინ გემბლინგის შესახებ და ა.შ. თუმცა იაპონია უფრო და უფრო ხშირად ისმის პოკერის წრეებში და სათამაშო სივრცეში სერიოზულ მნიშვნელობას იძენს. შემდეგ თვეში მოვლენები შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს. 
პოკერის ბუმი, რომელიც პოკერის ახალი აუდიტორიის მოზიდვას გულისხმობს, ხშირად ყოფილა დაანონსებული და გამოყენებული იაპონიასთან მიმართებაში, მაგრამ ვარაუდი ვარაუდად რჩებოდა. ამჟამად კი სიტუაცია გაცილებით სერიოზულია და იაპონია ფაქტიურად "განწირულია" იმისთვის, რომ იქცეს პოკერის ახალ დიდ მოთამაშედ. 
2020 წელს იაპონია ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს, ეს კი უამრავ ტურისტს მოიზიდავს, არამხოლოდ თამაშების მსვლელობის პერიოდში. ასე რომ იაპონია კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეიძენს მსოფლიოსთვის, რაც ქვეყანას აიძულებს, ევროპელ და ამერიკელ ტურისტებს დასავლური ტიპის კაზინოები და თამაშები შესთავაზოს. 
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში საკმაოდ ბევრი აზარტული თამაშია გავრცელებული, რომელთა ისტორია ქვეყანაში საუკუნეებს ითვლის, იაპონელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ აზარტულ თამაშებს და მითუმეტეს მათ პროფესიად ქცევას, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებში ხდება. მრავალი წლის განმავლობაში მუდმივად იყო საუბარი და ბჭობა ქვეყანაში აზარტული თამაშების რეგულაციებზე, კაზინოებისთვის სპეციალური ზონების გამოყოფის შესახებ, სხვადასხვა კანონპროექტებზე, მაგრამ ხელშესახები არაფერი მომხდარა. 
2015 წლის აპრილი კი ყველაზე მნიშვნელოვან თარიღად შეიძლება ჩაითვალოს იაპონიისთვის, აზარტული თამაშების სფეროში. იაპონიის პრემიერ მინისტრი, შინზო აბე, თავის პარტიასთან ერთად, მრავალი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ემხრობოდა კაზინოების შესახებ კანონპროექტის მიღებას. აპრილისთვის კი გეგმავენ კანონპროექტის განხილვასა და მის უკვე კანონად ქცევას. 
კანონპროექტი უპირველესად ქვეყნის მასშტაბით მოქმედ კაზინოებს შეეხება, მაგრამ სავარაუდოდ ის გამოყენებული იქნება ონლაინ გემბლინგისთვისაც. 
ონლაინ გემბლინგისთვის, იაპონია, ერთ-ერთ საუკეთესო ბაზრად შეიძლება ჩაითვალოს. 127 მილიონიანი მოსახლეობით, იაპონია მსოფლიოში მეათე ადგილზეა პოპულაციის თვალსაზრისით. სატელეფონო და კომპიუტერული მოწყობილობების გამოყენებით კი მოწინავე ადგილებს იკავებს. 
პოკერსტარსის ახალი კავშირები იაპონელ მოთამაშეებთან და მოდელთან, იმ პირობებში, როცა ქვეყანაში არ არსებობს აზარტული თამაშების რეგულაცია, შეიძლება აზარტულ ნაბიჯად ჩავთვალოთ. მაგრამ პოკერსტარსი არ არის ის კომპანია, რომელიც დაბალ შანსებზე თამაშობს. თუ მან ფსონი გააკეთა რომელიმე ბაზარზე, ამის მიზეზად სერიოზული გათვლები შეიძლება მოგვევლინოს. 
იაპონელი მოთამაშეების ბოლოდროინდელი წარმატებები, იუიკო მაცუკავას კონტრაქტი პოკერსტარსთან, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და მობილური ტექნოლოგიებისადმი მოსახლეობის მზარდი სიყვარული, შეიძლება სერიოზულ მიზეზებად განვიხილოთ იაპონიაში ონლაინ გემბლინგისა და ზოგადად დასავლური ტიპის აზარტული თამაშების განვითარების პერსპექტივისთვის. 

რუმები

ქართული უცხოური