როგორ შეიცვალა პოკერი "შავი პარასკევის" შემდეგ

ე.წ. 'black friday'-ის მეოთხე წლისთავზე, ბრიტანელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და პოკერის მოყვარული, ბარი კარტერი, განიხილავს მსოფლიო პოკერის დღევანდელ მდგომარეობას, 'შავ პარასკევს' და მის შედეგებს. 
"ეს იყო დღე, როცა პოკერი მნიშვნელოვანი გახდა. 2011 წლის 15 აპრილამდე ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი მსოფლიო პოკერის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმომხილველად. სიმართლე რომ ვთქვა, პოკერი 'შავ პარასკევამდე' დიდად არ განსხვავდებოდა იმ პოკერისგან, რომელიც დღეს ვიცით.
იმ მომენტში, როცა FBI-ის დასკვნისა და გაფრთხილების შესახებ გავიგეთ, მე PartyPoker-ის სატელევიზიო გადაცემაში ვმუშაობდი. იმ დროს მეგონა, რომ ყველაზე საინტერესო ადგილას ვიმყოფებოდი. შემეძლო პოკერის შიდა სამზარეულოში ჩამეხედა. მე გარშემორტყმული ვიყავი 'ფულტილტის' და 'პოკერსტარსის' პროებით, სატელევიზიო სახეებით, ონლაინ ოპერატორებით, დასპონსორებული პროფესიონალი მოთამაშეებით. ყველა იქ იყო. ჩვენ გვქონდა დაუჯერებლობისა და სასოწარკვეთილების არეული განცდა, რომელიც შემდეგ პესიმიზმში გადაიზარდა. ყველამ დავინახეთ რამხელა საფრთხის წინაშე იდგა თამაში. 
მე ჩემი საკუთარი ბედ ბით ისტორია მაქვს 'შავ პარასკევთან' დაკავშირებით. თითქმის ორწლიანი მძიმე შრომის შემდეგ, მე და ჯარედ ტენდლერმა გამოვეცით ჩვენი წიგნი "The Mental Game Of Poker"... დიახ, ზუსტად იმ პარასკევს. დილას ჩვენ გავყიდეთ 100 ეგზემპლარი, რაც კარგი იყო დასაწყისისთვის. ჩვენ გახარებულები ვიყავით. შემდეგ კი მივხვდით, რომ ჩვენ გამოვეცით წიგნი პოკერის შესახებ, პოკერის ისტორიაში ყველაზე ცუდ დღეს. 
მაშინ ვფიქრობდით, რომ ეს პოკერის დასასრული იყო. მადლობა ღმერთს, ჩვენი შიშები არ გამართლდა. თუმცა პოკერის ინდუსტრია სამუდამოდ შეიცვალა.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზომად, პოკერის ინდუსტრიის ცვლილებების დასანახად, შეგვიძლია ჩავთვალოთ 'Bluff Power 20' - პოკერის საუკეთესო მოთამაშეების ყოველწლიური ჩარტი. 'შავ პარასკევამდე' ამ ჩარტების სიაში შედიოდა მსოფლიოს თითქმის ყველა საუკეთესო და ცნობილი მოთამაშე, რომლებიც პოკერის სახეებად ითვლებოდნენ. ამჟამად კი მათი ადგილი სხვადასხვა კომპანიების მფლობელებს, პოლიტიკოსებს, ონლაინ ოპერატორებსა და ერთი-ორ ცნობილ მოთამაშეს უკავია. 
პოკერი ახლა გაცილებით განვითარებულია. 2011 წლის 15 აპრილამდე პოკერის სამყარო ყველასთვის ღია იყო, ყველა მეგობრულად იყო განწყობილი ერთმანეთის მიმართ. ახლა კი, თანამედროვე რეგულაციების პირობებში, ონლაინ ოპერატორებისა და მოთამაშეების მთავარი ამოცანა კიდევ ერთი 15 აპრილის თავიდან აცილებაა. 
ჩვენ ყველანი ძალიან ვუფრთხილდებით ჩვენ ფულს. მე არასდროს ვტოვებ დიდ თანხას რომელიმე პოკერ რუმის პირად ანგარიშზე, ელექტრონულ საფულეზე და საბანკო ანგარიშზეც კი. ჩვენ ყველანი შევეჩეხეთ სიტუაციას, როცა კანონმდებლები ცდილობდნენ აეკრძალათ ჩვენთვის პოკერის თამაში საკუთარი სახლებიდან. თუ ბანკროლის გაფრთხილება მანამდე გულისხმობდა თამაშისადმი მიდგომას, აზარტისგან თავის დაღწევას და ა.შ.  15 აპრილის შემდეგ ბანკროლის შენარჩუნებას პირდაპირი მნიშვნელობა მიეცა. 
'შავ პარასკევამდე' პოკერის ინდუსტრიაში გაცილებით თავისუფალი ფული ტრიალებდა, ვიდრე დღეს. ასეულობით პოკერის პროფესიონალი მოთამაშე სპონსორდებოდა ონლაინ ოპერატორებისგან. დღეს კი მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი მოთამაშეები დარჩნენ, რომლებსაც პოკერ რუმები ასპონსორებენ. ხოლო მათი თავისუფალი გრაფიკი, როგორიც პოკერის მოთამაშეს შეეფერება, თითქმის ჩვეულებრივი სამსახურით შეიცვალა. მათ თავისუფალ სათამაშო საქმიანობას, დიდი კომპანიის რიგითი თანამშრომლის პასუხისმგებლობა დაემატა. 
მადლობა ღმერთს, პოკერის სამყარო დღეს გაცილებით ძლიერია. მან ბევრ სირთულეს გაუძლო, რომელიც 'შავმა პარასკევმა' მოიტანა. პოკერსტარსმა დაკარგა ბაზრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა დღეს მაინც აქვს მიზეზი იტრაბახოს მოთამაშეთა რეკორდული რაოდენობით. ლაივ პოკერი უფრო და უფრო ძლიერდება. WSOP-ის მომავალ ივენთბზე 20.000-მდე მოთამაშეს ელოდებიან. 
მსოფლიო პოკერის ფინანსები იმდენად გაიზარდა, რომ ჩვენ უკვე ორი $1.000.000 დოლარიანი ტურნირი ჩავატარეთ და კიდევ უამრავ ძვირადღირებულ ტურნირს ვგეგმავთ. ამასობაში ინდუსტრიაში ვითარდება ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა მაგალითად 'ტვიჩი', რომელმაც დიდი სიტყვა უნდა თქვას პოკერის სამყაროში და სულ უფრო ახლებურად უნდა დაგვანახოს თამაში. 
როცა ვინმე წერს იმის შესახებ, რომ დღევანდელი თამაშის მოგება წარმოუდგენელია, რომ პოკერი როგორც სპორტის აზარტული სახეობა კვდება, მე ყოველთვის 'შავი პარასკევი' მახსენდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ისეთ პერიოდს, როგორიც 2003 წელი იყო, როცა მსოფლიოში პოკერის აფეთქება მოხდა, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე მძიმე წლები უკან მოვიტოვეთ. თუ ჩვენ 2011 წლის 15 აპრილს გადავურჩით, მაშინ პოკერის ინდუსტრია ყველაფერს გაუძლებს".

 

რუმები

ქართული უცხოური