მილიარდერი გი ლალიბერტე Cirque du Soleil-ს ყიდის
შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ლიმიტის მოთამაშეებისთვის და მსოფლიო პოკერის ვარსკვლავებისთვის, ეს კარგი ნიუს იყოს. გი ლალიბერტე, Cirque du Soleil-ის დამაარსებელი, ფილანტროპისტი და პოკერის მოყვარული, თავისი ბიზნესის საკონტროლო პაკეტს ყიდის, რომელშიც $1.5 მილიარდ დოლარს იხდიან.
ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ძირითად ინვესტორებად მოიაზრებიან კერძო საინვესტიციო კომპანია TPG Capital LP და ჩინური კონგლომერატი Fosun International. მათ ლალიბერტეს კომპანია $1.5 მილიარდ დოლარად შეაფასეს, გაცილებით იაფად, ვიდრე მას თავად დამფუძნებელი აფასებდა. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ბიზნესის ნაწილის შესყიდვა გადაწყვეტილი აქვს კვებეკის მთავრობას. პოლიტიკოსების მოსაზრებით, კომპანიის შენარჩუნება, ადგილობრივი 1600 დასაქმებული ადამიანით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ რეგიონის ეკონომიკისთვის. სავარაუდოდ, ლალიბერტე, რომელსაც ამჟამად კომპანიის 90% ეკუთვნის, 10%-ს შეინარჩუნებს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ბიზნესის მომავალ განვითარებაში.
პოკერის კონტექსტში, კანადელი ბიზნესმენის სახელი, დღესდღეისობით იშვიათად ისმის. თუმცა, რამდენიმე წლის წინ, მან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა თამაშის პოპულარიზაციაში. მან მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუს High Stakes Poker-ის მეოთხე სეზონში, რომელიც მილიონობით პოკერის მოყვარულისთვის საუკეთესო სატელევიზიო გადაცემად არის აღიარებული. დოილ ბრანსონთან, პატრიკ ანტონიუსთან, ბარი გრინშტაინთან და სხვა ცნობილ მოთამაშეებთან ერთად, გი ლალიბერტემ ითამაშა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თამაში, რომელიც ოდესმე ტრანსლირებულა სატელევიზიო ეთერით. ქეშ გეიმის მინიმალური ბაი ინი $500.000 დოლარს შეადგენდა. მან ასევე დააარსა ყველაზე ძვირადღირებული ტურნირი მსოფლიო პოკერის ისტორიაში - Big One for One Drop, ბაი ინით - $1.000.000 დოლარი. პოკერის სამყაროში გამოჩენით მან ათეულობით მილიონი დოლარი შეაგროვა, რომელიც მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდა.
მის სათამაშო კარიერაში ცუდ მხარეებსაც ადვილად მივაგნებთ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომელიც ფართოდაა პოკერის წრეებში გავრცელებული, 2007-2011 წლებში მან $25 მილიონ დოლარზე მეტი წააგო 'ფულ ტილტ პოკერზე' თამაშისას. კანადელი ბიზნესმენის განცხადებით, მას ეს თანხა თაღლითური გზით მოუგეს, რამდენადაც ადგილი ჰქონდა პროფესიონალი მოთამაშეების მიერ მის წინააღმდეგ გაერთიანებას.
ასეთი სოლიდური ფულადი შემოსავლის შემდეგ, უცნობია დაუბრუნდება თუ არა გი ლალიბერტე პოკერის უმაღლეს ლიმიტებს და ითამაშებს თუ არა ისევ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან. სავარაუდოდ მისი და პოკერის გზები მუდამ გადაიკვეთება. მას უამრავი მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი ჰყავს პოკერის წრეებიდან.