შესაძლებელია თუ არა პოკერის მოყვარული გახდეს ტოტალიზატორის წარმატებული მოთამაშე?
იყო პერიოდი, როდესაც გემბლერებმა პოკერი სპორტული ბეთინგის, ან კაზინოს სხვა თამაშების მეშვეობით აღმოაჩინეს. ეს მოთამაშეები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ეკიდებოდნენ პოკერს, რადგან ტოტალიზატორებისგან განსხვავებით აქ წარმატება ადამიანის ცოდნაზე და თვისებებზე იყო დამოკიდებული. ასევე პოკერი მათთვის იყო პირველი თამაში, რომელსაც ისინი არა კაზინოს, ან ტოტალიზატორის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანების წინააღმდეგ თამაშობდნენ. აღსანიშნავია უდიდესი განსხვავება ტოტალიზატორსა და კაზინოს თამაშებს შორის: სპორტული ფსონები, ისევე როგორც პოკერი, დისციპლინასა და ნიჭს მოითხოვს, რომელზეც უამრავ ადამიანს ხანგრძლივი კარიერა აუწყვია.
ტოტალიზატორიდან პოკერში მოთამაშეთა მიგრაცია სრულიად გასაგებია. სპორტული ფსონების მოყვარულებმა პოკერი ონლაინ ტოტალიზატორების მეშვეობით, ან ლაივ ტოტალიზატორებში განთავსებული რეკლამებით გაიგეს. ამ მოთამაშეთა წარმატებულმა ნაწილმა შეძლო თავიანთი მათემატიკური უნარის პოკერში გადატანა და მორგება, რაც მათთვის წარმატებული აღმოჩნდა.
საინტერესოა, რამდენად დასაშვებია მიგრაციის საპირისპირო ვერსია? რამდენად არის შესაძლებელი, რომ პოკერის მოთამაშემ ისეთივე მაღალი დონე აჩვენოს ტოტალიზატორში, როგორიც მას პოკერში ჰქონდა? ცნობილია, რომ პოკერის უამრავ მოთამაშეს, შემდგომში, სერიოზული წარმატებისთვის მიუღწევია ვაჭრობის სხვადასხვა სფეროში. ბოლო დროს აქტიურად შეინიშნება მოთამაშეებისათვის სპორტული ფსონების შეთავაზების ტენდენცია. ამაზე ‘პოკერსტარსისა’ და Daily Fantasy Sports-ის კოლაბორაციაც მეტყველებს.
სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა პოკერსტრატეჯის ჟურნალისტი, ბარი კარტერი აირიშ ოფენის გამარჯვებულსა და სპორტული ფსონების ექსპერტს ნილ ჩენინგს.
ადრე უამრავი ადამიანი გადაერთო პოკერზე, როგორც ძირითადად საქმიანობაზე. ისინი აქამდე, ზოგადად აზარტული თამაშის მოყვარულები იყვნენ. ჩემთვისაც ზუსტად ასე მოხდა. მე ტოტალიზატორის ექპსპერტი ვიყავი. პოკერს ისე ვთამაშობდი, როგორც პოკერის მოთამაშე თამაშობს ბლექჯექს, ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, დროის გასაყვანად. ახლა ეს ასე აღარ არის. პოკერს არ თამაშობენ უბრალოდ გემბლერები, პოკერს თავისი საზოგადოება ყავს, რომელიც ერთ საქმიანობაზეა ორიენტირებული.
თუ ტოტალიზატორის უამრავი მოთამაშე გადაიქცა წარმატებულ პოკერის მოთამაშედ, ისმის კითხვა: შეიძლება თუ არა მოხდეს საპირისპირო?
თუ შენ კარგი მოთამაშე ხარ, გესმის მათემატიკა და სხვა მსგავსი ასპექტები, რომელიც პოკერის უკან დგას, მაშინ ნამდვილად გაქვს შანსები ამ სფეროშიც მოიგო. სპორტულმა ფსონების მოყვარულებმაც, თავის დროზე, იგივე გზა გაიარეს სანამ პოკერის სამყაროში მოხვდებოდნენ. წარსულში, თავისუფლად შეგეძლო დაგედო ფული ტოტალიზატორში ნებისმიერ თამაშის სახეობაზე და მოგეგო ფული. ამისთვის საკმარისი იყო თამაში ხელოვნებად აღგექვა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, მოგება გართულდა. როგორც პოკერში, აქაც ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, უამრავი სტრატეგია არის ცნობილი. უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს მათემატიკა, რადგანაც თავად ტოტალიზატორებსა და კაზინოებს დიდი ცოდნა და გამოცდილება დაუგროვდათ ამ სფეროში და ისინი ცდილობენ ადეკვატურად დაუპირისპირდნენ მოთამაშეთა ახალ უნარებს.
გასაგებია, რომ მათემატიკა და ტაქტიკა დიდ როლს თამაშობს ფსონების სწორად გაკეთებაში. მაგრამ რამდენად საჭიროა კონკრეტულად იმ თამაშში ღრმა ცოდნა, რომელზეც ფსონს აკეთებ? შეიძლება გახდე ტოტალიზატორის წარმატებული მოთამაშე ისე, რომ არ იცოდე კონკრეტული თამაში?
წარსულში, წარმატებული მოთამაშე, გაცილებით მეტად გამოირჩეოდა სხვებისგან თავისი ცოდნით. ვისაც მეტი ინფორმაცია ჰქონდა რომელიმე თამაშზე, ფულსაც ის იგებდა. დღეს კი ინტერნეტი გვაქვს. მე ძალიან ბევრი რამ ვიცი ჰოკეიზე. მაგრამ ზუსტად იგივე ცოდნა, ძალიან მოკლე დროში, შეუძლია დააგროვოს ისეთმა ადამიანმა, რომელმაც ჰოკეის წესებიც კი არ იცის. ასე რომ ინტერნეტმა ჩვენ შორის ზღვარი ფაქტიურად წაშალა.
ადრე საოცარ ისტორიებს ყვებოდნენ ლეგენდარულ მოთამაშეზე, ბილი ვოლტერსზე. ის ვეგასში ცხოვრობდა და ყოველ დილით ვინმეს აგზავნიდა აეროპორტში, რათა მისთვის ბოსტონიდან და ვაშინგტონიდან ჩამოსული გაზეთები მოეტანათ. ამ გაზეთების საშუალებით ის გებულობდა რომელიმე ნაკლებად ცნობილი გუნდის მდგომარეობას, ვინ იყო ტავმირებული, ვინ შეძლებდა თამაშს, რა პოზიციაზე იქნებოდა და ა.შ. დღეს კი იგივეს გაკეთება, ნებისმიერი მსურველისთვის, რამდენიმე წამშია შესაძლებელი.
თუ ეს ინფორმაცია ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, მაშინ სხვა რა შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა იმისთვის, რომ უპირატესობა მოიპოვოს, თუნდაც კაზინოსთან?
ამჟამად მაქვს ვებ-საიტი ‘Betting Emporium’, რომელიც ტოტალიზატორის მოთამაშეებს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში. ჩვენთან მუშაობს ერთი ბიჭი, სახელად ბროდერსი. ის ძირითადად პორტუგალიის მეორე დივიზიონითაა დაკავებული. ცოტა ხნის წინ მან დაწერა სტატია იმის შესახებ, რომ პორტუგალიის მეორე დივიზიონის ერთ-ერთ გუნდს, ფეარპლეის პრინციპის დარღვევისთვის, ფინანსური ჯარიმა დაეკისრა. ჯარიმის გამო გუნდი რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. მათ გასვლითი თამაში ჰქონდათ მადეირაში. უსახსრობის გამო გუნდმა ვერ შეძლო ყველა მოთამაშის წაყვანა და გადაწყვიტეს, რომ გუნდის შემადგენლობაში 3 ახალწვეულს ეთამაშა, რომლებიც სწორედ მადეირაში ცხოვრობდნენ. გასაგები იყო, რომ გუნდი ჩვეულზე გაცილებით ცუდ თამაშს აჩვენებდა. ფსონები კი გუნდის ჯგუფური პოზიციისა და სახელის მიხედვით იყო შექმნილი. ეს ინფორმაცია არ გაუთვალისწინებიათ ტოტალიზატორებსა და კაზინოებს. ბროდერსი სრულიად შემთხვევით წააწყდა ადგილობრივი გაზეთი ამ სტატიას, ‘გუგლ თრანსლეითით’ გადათარგმნა და ასე გავიგეთ გუნდის მდგომარეობის შესახებ. ამის გაკეთება ყველას შეეძლო, ინფორმაცია ინტერნეტში იდო, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ჩვენ აღმოვჩნდით მისი მფლობელები. ამ თამაშზე საკმაოდ სოლიდური თანხა მოვიგეთ. ასე რომ ინფორმაციის საყოველთაოდ გახსნილობის მიუხედავად, რაღაცეები მაინც არის ადამიანებზე დამოკიდებული.
როგორც ჩანს, ჩემი ეჭვები იმის შესახებ, რომ ტოტალიზატორის მოთამაშის უნარები ან გაქვს ან არა, როგორც ეს პოკერშია, არ გამართლდა. გამოდის, რომ თუ საჭირო ინფორმაციას ფლობ და დისციპლინას ყურადღებას აქცევ, კარგ მოთამაშედ ჩამოყალიბდები. როგორც აირიშ პოკერის გამარჯვებული და ვეტერანი ბეთინგის ექსპერტი, რას ურჩევდით ახალბედა მოთამაშეებს, რომლებსაც სურთ გაუმჯობესდნენ და მეტ წარმატებას მიაღწიონ?
როგორც პოკერში, აქაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ბანკროლ მენეჯმენტია. პოკერის ყველა მოთამაშემ იცის, რომ შენი ბანკროლის 5%-ზე მეტი ქეშ გეიმზე და 3%-ზე მეტი ტურნირზე, არ უნდა გარისკო. აქაც მსგავსი მათემატიკა მუშაობს, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს ასევე დიდ სხვაობას განსხვავებული თამაშების ალბათობებში. ფეხბურთისა და ცხენების რბოლის ალბათობა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მოთამაშემ უნდა მოძებნოს ზუსტად ისეთი თამაში, რომელიც მისთვისაა მისაღები. პოკერშიც ასევე ხდება, ჩვენ შეიძლება ვიყოთ ჰედს-აპ SNG-ის მოთამაშე, 20 მაგიდაზე მჯდომი გრაინდერი, 1-2 მაგიდიანი ომაჰას მოთამაშე, ან ლაივ ტურნირების მოყვარული.