ადამიანი მანქანის წინააღმდეგ
ზუსტად ამ მომენტში, რივერს კაზინოში, ისტორიული ბრძოლა იმართება: კარნეგი მელონის უნივერსიტეტის მანქანის, "კლოდიკოს" წინააღმდეგ, ოთხი პროფესიონალი პოკერის მოთამაშე - დაგ პოლკი, დონ კიმი, ბიორნ ლი და ჯეისონ ლესი იბრძვიან.
ყოველ მოთამაშეს 13 დღე აქვს. ამ პერიოდში მან 20.000 დარიგება, ჰედს-აპ უნდა ითამაშოს. თამაში, რა თქმა უნდა, ულიმიტო ჰოლდემია. მოთამაშეებს წასახალისებლად, მაიკროსოფტისგან და რივერს კაზინოსგან, $100.000 დოლარი გადაერიცხათ. ხოლო კარნეგი მელონის უნივერსიტეტის თანამშრომლები, რომლებმაც "კლოდიკო" შექმნეს, სამეცნიერო აღმოჩენებით არიან დაინტერესებულნი.
"პოკერი, ხელოვრნური ინტელექტის რეალურ გამოწვევად და გამოცდად შეიძლება განვიხილოთ, - აცხადებს პროფესორი ტომას სენდჰოლმი, - წესების სიმარტივის მიუხედავად, კომპიუტერისთვის ეს მეტად რთული თამაშია. მანქანამ აქ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები დაუსრულებელი, უპროგნოზო სიტუაციების საფუძველზე. მან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია სწორად უნდა გააანალიზოს. ბლეფი, სლოუ ფლეი, ფლოუტი და სხვა მსგავსი ფაქტორები, რომლებიც პოკერში გამოიყენება, ზუსტად ასეთ რთულ და გაუგებარ სიტუაციას ქმნიან. იმისთვის, რომ მოიგოს, კომპიუტერმა მის ოპონენტებზე სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. ჩვენ მოვახერხეთ და პოკერის უამრავი სტრატეგია ციფრულ ინტელექტს ჩავუნერგეთ. ეს ყველაფერი კი საშუალებას მოგვცემს, მსგავსი რთული ალგორითმები, რომელიც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებასთანაა დაკავშირებული, გამოვიყენოთ ბიზნესში, სამხედრო ოპერაციებში, კიბერუსაფრთხოებაში და ა.შ."
დაგ პოლკი, რომელიც ინტერნეტში ცნობილია ნიკით WGCRider, და რომელიც ამჟამად ითვლება საუკეთესო ჰედს-აპ მოთამაშედ მსოფლიოში, თვლის, რომ უპირატესობა ადამიანების მხარესაა. "მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევის დროს, უპირატესობა ადამიანების მხარეს იქნება. ძალიან რთულია რაიმე ვარაუდების გაკეთება, არ ვიცით რამდენად სტაბილური იქნება შედეგი, საერთოდ არ ვიცი რის წინააღმდეგ მომიწევს თამაში. მაგრამ გარკვეული მოლოდინები მაინც მაქვს. ვფიქრობ, რომ ჩემი სტრატეგია უფრო ხშირად შეიცვლება, ვიდრე ადამიანებთან თამაშის დროს. აქ ნაკლები ყურადღება დაეთმობა ჰენდ რიდინგს და გონებრივ თამაშს, მეტი აქცენტი ტაქტიკებზე და მათ ხშირ ცვლილებებზე იქნება, რათა მანქანის ადაპტაცია არ მოხდეს რომელიმე კონკრეტულ სტრატეგიაზე და ადამიანი პროგნოზირებადი არ გახდეს. მგონი, მეტად გადართული ვიქნები რეალურ პოკერზე, ვიდრე იმაზე თუ რას ფიქრობს ის ჩემს ფიქრებზე და ა.შ." - ამბობს დაგ პოლკი.
ამ მომენტისთვის, 12.000 დარიგებაზე მეტია ნათამაშები. მოგება ჯერ-ჯერობით ადამიანების მხარესაა $59.766 დოლარით. "კლოდიკოსთან" ჰედს-აპს მხოლოდ ჯეისონ ლესი აგებს. დაგ პოლკი კი დიდი უპირატესობით ამრაცხებს მანქანას.