ინტერვიუ "ნანონოკოსთან"

წარსულში მსოფლიო კლასის ვიდეო გეიმერი, რენდი 'ნანონოკო' ლიუ, ყველასთვის ნაცნობი, მაღალი ლიმიტების ონლაინ გრაინდერია. ის ძირითადად, 6-მაქს ულიმიტო ჰოლდემს თამაშობს 24 მაგიდაზე.

მოთამაშის კარიერამდე, 'ნანონოკო', კალიფორნიის უნივერსიტეტში მართვის ეკონომიკას სწავლობდა. სწორედ აქ აღმოაჩინა, რომ პოკერი გაცილებით შემოსავლიანი საქმიანობა იქნებოდა, ვიდრე მისი პროფესია. 'პოკერსტარსის' ცნობით, 2009 წელს, $5/$10 ლიმიტზე, მან $1 მილიონ დოლარიან ზღვარს გადააბიჯა. ლიმიტისა და მოგების შეუსაბამობა ნამდვილად ადასტურებდა იმას, რომ იღბლის ფაქტორი სრულიად არ იყო მნიშვნელოვანი, ის ასიათასობით დარიგებაში სწორ ტაქტიკას მიჰყვებოდა. 2009-ში, 29 წლის ლიუმ, გინესის რეკორდი დაამყარა - მან 8 საათიან სესიაზე 23.493 დარიგება ითამაშა და პლუსი აჩვენა. მის კარიერაში, ქეშ გეიმებზე მოგებული თანხის გარდა, ტურნირებზე მოგებული $986.000 დოლარიც შედის. 

ბოლო პერიოდში, ონლაინ პორტალი Twitch, პოკერის მოყვარულთა წრეებში ძალიან პოპულარული გახდა. ამ საიტის საშუალებით უამრავი პოკერის მოთამაშე პირდაპირ ეთერში გადასცემს ონლაინ თამაშს, საკუთარი კომენტარებითა და ანალიზით. 'ამაზონის' მფლობელობაში მყოფი 'ტვიჩი', უკანასკნელ წლებში გამოყენებულ საშუალებათა შორის საუკეთესოა პოკერის პოპულარიზაციისთვის. 

სტრატეგიებზე, ათასობით დარიგებაზე, ონლაინ გეიმინგზე და 'ტვიჩის' პოპულარობაზე, 'ნანონოკოს', ცნობილი ჟურნალი - CardPlayer ესაუბრა:

CP: რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომლებსაც ადამიანები ისევ უშვებენ $1/$2 ლიმიტზე? 

ნანონოკო: ერთ-ერთი უცნაურობა, რაც მე აღმოვაჩინე ამ ლიმიტზე არის ის, რომ ადამიანები ან ძალიან ადაპტირებულები ხდებიან, ან საერთოდ არ ადარდებთ ადაპტაცია. მაგალითად, თუ თქვენ რამდენჯერმე რირეიზს გაუკეთებთ ვინმეს, ისინი გიჟებს ემსგავსებიან. რამდენიმე 3ბეტია საკმარისი იმისთვის, რომ ასეთმა მოთამაშეებმა სუსტი ხელების გადაჭარბებული შეფასება და სულელური 4ბეტები დაიწყონ. ზოგი კი პირიქით, საშუალებას გაძლევთ ბოლომდე მოახვიოთ თავს თქვენი თამაში, არასდროს გეწინააღმდეგებათ და ყველანაირად გაურბიან რაიმე სახის წინააღმდეგობას. და ისევ - მოთამაშეების უმეტესობა გადაჭარბებულად აფასებს თავის ხელს და ითხოვენ ველიუს ისეთ სიტუაციებში, როდესაც მათზე ცუდი ხელი არასდროს უპასუხებს მათ ბეთს. მაგალითად, ტოპ წყვილი საშუალო კიკერით - ეს ისეთი ხელია, რომ ველიუს გაკეთება სრული უაზრობაა, შენზე სუსტი ხელი არასდროს გიპასუხებს ქოლით. 

CP: რა სტრატეგიულ კონცეფციებს იყენებ 'ტვიჩზე' თამაშის ტრანსლაციის დროს?

ნანონოკო: 'ტვიჩზე' ძალიან ბევრი კატეგორიის მაყურებელი შეიძლება შეგხვდეს. აქ არიან დამწყებები, მოყვარულები და პოკერის ექსპერტებიც. ყველა მათგანი ჩატშია და ყველას თავისი დონის შესაბამისი კითხვა უჩნდება. რასაც მე ვცდილობ არის ის, რომ ავხსნა ჩემი ფიქრების მიმდინარეობა თამაშის პროცესში. ზოგიერთი ტაქტიკა დამწყები მოთამაშისთვის გაუგებარი იქნება და პირიქით - მათთვის ახსნილი მარტივი იდეები, პროფესიონალებს უკვე მობეზრებული და ათასჯერ დამუშავებული აქვთ. მაგრამ მე ვცდილობ ავხსნა რა მოქმედებას რა შედეგის, ან რა მიზეზის გამო ვაკეთებ. ეს გაცილებით ეხმარება ყველა კატეგორიის მოთამაშეს, სწორად გაიგოს ჩემი ტაქტიკა. პოკერი თამაშია, სადაც გაქვს რომელიმე კონკრეტული სტრატეგია და შემდეგ ცდილობ ამ სტრატეგიის მორგებას კონკრეტულ მოთამაშეებზე, რომელთა ანალიზიც შენზეა დამოკიდებული. მე ვცდილობ ავხსნა რა სტრატეგიებს ვიყენებ, რატომ ვირჩევ რომელიმე მათგანს და როგორ ვუსადაგებ კონკრეტულ მაგიდას ან მოთამაშეს. 

CP: შენი აზრით, ცვლის თუ არა 'ტვიჩი' ცვლის თუ არა ადამიანების აღქმას პოკერის შესახებ? რას უფრო აქცევენ მაყურებლები ყურადღებას, ქეშ გეიმს თუ ტურნირებს?

ნანონოკო: 'ტვიჩი' არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ ადამიანმა პოკერი ისწავლოს. ეს პროგრამა ძალიან ინტერაქტიულია, კონტაქტის საშუალებას აძლევს, როგორც პროფესიონალს, ასევე მოყვარულს. ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ ეთერში უყურონ პროფესიონალის თამაშს, ნახონ მისი კარტები და მოისმინონ მათი მსჯელობა რომელიმე გადაწყვეტილების შესახებ. ერთდროულად ვიზუალური და ხმოვანი ინფორმაციის მიღება, გაცილებით აადვილებს სწავლის პროცესს. ამას დაუმატეთ ისიც, რომ პირდაპირი ეთერის დროს, თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა, შეგიძლიათ ეკონტაქტოთ 'ტვიჩის' სტრიმერს და პასუხები მიიღოთ მისგან. ვინმეს თამაშის ყურება და მისი კომენტარები ყოველთვის სახალისოა. ადამიანები ყოველ დღე ბრუნდებიან 'ტვიჩის' სერვერზე და კვლავ უყურებენ თამაშებს. გასართობი, ინტერაქტიული და ვიზუალური გაკვეთილი კი ძალიან გამოსადეგია. კიდევ ერთი კარგი რამ, რაც 'ტვიჩს' აქვს არის ის, რომ აქ არ ხარ ვალდებული რომელიმე თამაში აირჩიო და ის აჩვენო. შენ შეგიძლია პირდაპირ ეთერში გაუშვა შენი ტურნირი, ქეშ გეიმი, არ აქვს მნიშვნელობა ულიმიტო ჰოლდემი იქნება ეს, ომაჰა თუ ბადუგი. 

CP: ერთი საინტერესო ხელი დადე $1/$2 ლიმიტზე, სადაც შენ KQ-ით 98-ის წინააღმდეგ იყავი. მოგვიყევი ამ ხელის შესახებ. როგორ ვითარდებოდა ფიქრები ამ კონკრეტულ დარიგებაზე?

ნანონოკო: ამ დარიგებაში UTG+1-მა 5$-მდე გაზარდა. გადავწყვიტე KQ-ით რირეიზი გამეკეთებინა, რადგან ეს ძალიან ლუზი მოთამაშე იყო და მის წინააღმდეგ პრეფლოპ ინიციატივა მჭირდებოდა. 653 რეინბოუ ფლოპზე ის ჩექს აკეთებს, როგორც მოსალოდნელი იყო და მე ვზრდი დაახლოებით ნახევარი ბანკით, ის კი ჩეკ-რეიზ ოლ ინს აკეთებს $60-მდე. რა თქმა უნდა, გახარებული არასდროს არ ხარ იმით, რომ ვიღაცამ ოლ ინი გააკეთა, შენ კი მხოლოდ K ჰაი კარტი გიჭირავს ხელში. პირველი რასაც ამ დროს აკეთებ არის ის, რომ არკვევ მოწინააღმდეგის ჰენდ რეინჯს. იმის გამო, რომ ის საკმაოდ ლუზი მოთამაშეა, მე მას 87,98,97,54 ხელები მივეცი. ყველა მათგანს ამ შემთხვევაში ვუგებდი. შემდეგი ვარაუდი იყო მისი ორი წყვილი, სეტი, ან სთრეითი. და ბოლოს მარგინალური ერთწყვილიანი ხელები, ისეთი, როგორებიცაა A5, 44, 86. ასეთი რეინჯის წინააღმდეგ მე უნდა დამეფოლდა ჩმი KQ, რადგან უმეტეს შემთხვევაში მე უკან აღმოვჩნდებოდი. თუმცა აქამდე რასაც დავაკვირდი, დამამახსოვრდა ის, რომ ეს მოთამაშე თავისი მარგინალური ხელებით ქოლს უფრო გააკეთებდა ვიდრე რირეიზ ოლ ინს. ის ჩემს წინააღმდეგაც ასე მოიქცეოდა. მარგინალური წყვილები გამოვრიცხე. ისეთი ძლიერი ხელებით, როგორიცაა სეტი ან სთრეითი, მისი ოლ ინი სრულიად გაუგებარი ჩანდა, მითუმეტეს ასეთ უსაფრთხო ბორდზე. ეს რეინჯიც გამოვრიცხე. თუ მას სთრეით დრო ყავს, ჩემი K ჰაი ქოლი, რომელიც $60 მიჯდებოდა $137-იანი ბანკის მოსაგებად, სრულიად გამართლებული იყო. მე არ ვფიქრობ, რომ ეს მომენტალურად გასაკეთებელი ადვილი ქოლია, მაგრამ ზოგჯერ ინტუიცია და ლოგიკა შეგაცვლევინებს სტანდარტულ გადაწყვეტილებას. 

CP: შეგიძლია იმ ადამიანებს მისცე რჩევა, ვისაც უფრო მეტი მაგიდის თამაში უნდათ ონლაინ?

ნანონოკო: თუ ისინი მიიღებენ რჩევას ისეთი ადამიანისგან, რომელიც წლებია 24 მაგიდიან სესიებს თამაშობს, მაშინ ვეტყვი, რომ მულტი თეიბლინგს ერთ ღამეში ვერ ისწავლით. თუ ამ მომენტში ერთ მაგიდას თამაშობთ და გინდათ 10 ითამაშოთ, ნუ ჩართავთ პირდაპირ ათივეს. ეს 100%-ით შეამცირებს თქვენს მოგებას. ეცადეთ, თქვენს თამაშს თითო მაგიდა დაუმატოთ ისე, რომ დისკომფორტი არ იგრძნოთ. სათამაშო ხელების რაოდენობის ზრდისადმი ასეთი მარტივი დამოკიდებულება და ტაქტიკა, ამ პროცესს საკმაოდ ადვილს გახდის. ამავდროულად თქვენ თამაშიც გაგიუმჯობესდებათ.

რუმები

ქართული უცხოური