კრისტიანო რონალდო "პოკერსტარსის" გუნდს უერთდება
როგორც დღეს ცნობილი გახდა, მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, კრისტიანო რონალდო 'პოკერსტარსთან' კონტრაქტს აფორმებს. რონალდო, ბევრის აზრით, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. 'პოკერსტარსისა' და წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის სამგზის მფლობელ სპორტსმენს შორის კონტრაქტის გაფორმებაზე ხმები, ჯერ კიდევ, მაისის დასაწყისში გავრცელდა, მაშინ როცა ფეხბურთელმა, თავის სოციალურ არხებზე, სურათები დადო, სადაც ის 'პოკერსტარსის' საფირმო ბანქოთი პოკერს თამაშობს. ინტერნეტ გამოცემები მაშინვე დაუკავშირდნენ პოკერ რუმის წარმომადგენლებს, რომლებმაც რონალდოსა და 'პოკერსტარსის' კარტი უბრალო შემთხვევითობით ახსნეს.
2014 წელს, 'ფორბსის' მიერ რიგით მეორე ძვირადღირებულ სპორტსმენად აღიარებული, მადრიდის 'რეალის' 30 წლის ფორვარდი და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი, 'პოკერსტარსისთვის', ნამდვილი მარკეტინგული აფეთქება იქნება. უეფას ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ორგზის მფლობელს, აქამდე ისეთ კომპანიებთან ჰქონდა კონტრაქტები, როგორებიც არიან: Coca-Cola, Castrol, Motorola, Fly Emirates და Tag Heuer.
"მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, პოკერს ყოველთვის ჩემ თამაშად ვთვლიდი, - ამბობს რონალდო, - მე ყოველთვის წარმატებულ გუნდებში ვთამაშობდი. ახლაც ასეა - 'პოკერსტარსი' ჩემთვის საუკეთესო პარტნიორია. ის მუდმივად ცდილობს სიახლის შეთავაზებას მომხმარებლისთვის, განვითარებას, გაფართოებას. როგორც სპორტსმენი, მე ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მიხარია, რომ გუნდს შევუერთდი. პოკერის თამაში რამდენიმე წლის წინ დავიწყე. ყველაზე მეტად, ამ თამაშში, შეჯიბრის, სტრატეგიისა და მხიარულების ასპექტები მომწონს. იმედი მაქვს, 'პოკერსტარსის' დახმარებით ონლაინ და ლაივ ტურნირებზე თამაშისა და ფანებთან პირისპირ შეხვედრის საშუალება მექნება."
'პოკერსტარსის' ინფორმაციით, პორტუგალიელი, ნიკით - C.Ronaldo ითამაშებს. სამომავლოდ იგეგმება რამდენიმე ღონისძიება, სადაც რონალდო მსოფლიოს უდიდეს პოკერ რუმს წარადგენს, მათ შორის ლაივ ტურნირი, რომელზეც ფეხბურთელის თავყანისმცემლებს საშუალება ექნებათ კუმირს პოკერის მაგიდასთან დაუპირისპირდნენ.
ისეთ ფიგურასთან კონტრაქტის გაფორმებით, როგორიც კრისტიანო რონალდოა - ფეხბურთელი, რომელსაც სოციალური ქსელების დახმარებით მილიონობით ადამიანზე აქვს წვდომა, 'პოკერსტარსმა' არნახულად გაიფართოვა მისი აუდიოტორია. რონალდოს 'ტვიტერის' 35.5 მილიონი და 'ფეისბუქის' 103 მილიონი ფოლოუერით, 'პოკერსტარსმა' ისეთ სეგმენტზე მოიპოვა წვდომა, რომელსაც ვერცერთი პრომოუტერი და ამბასადორი ვერ შესთავაზებდა. 'პოკერსტარსის' აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ჰეიზელის განცხადებით, რონალდო საუკეთესო კანდიდატურა იყო, ვისთანაც პოკერ რუმს კონტრაქტის გაფორმება შეეძლო.
ამაია რეზორტის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ბააზოვიც ვერ მალავდა თავის აღფრთოვანებას - "რონალდო, თანამედროვე თაობაში, მსოფლიო დონის სუპერ ვარსკვლავია, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს, ჭკვიანურად თამაშობს და არ ერიდება თაყვანისმცემლებისთვის საკუთარი ცხოვრების გაზიარებას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც რონალდო და ნეიმარი არიან, 'პოკერსტარსთან' თანამშრომლობა და პოკერის სახელის გავრცელება გადაწყვიტეს."